საქართველოს პრემიერმა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას უპასუხა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილმა პუტინის განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ  ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა.

„ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერის ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

„დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები. გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.  მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს“, – მიიჩნევს ღარიბაშვილი.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
რუსეთი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ნებისმიერ საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს

რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების  თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა. თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0