ევროკავშირი უკრაინასთან სავიზო რეჟიმის საკითხს აგვარებს, თუმცა ვადები გაურკვეველია

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგრეო საქმეთა სამინისტროს შენობა
უკრაინის საგრეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირი უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ ჩქარობს. ევროპელები კიევისგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, საზღვარზე რეფორმების გატარებასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ევროპულ ნიმუშთან მისადაგებას მოითხოვენ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისია სამშაბათს, 15 დეკემბერს რიგით მეექვსე, შემაჯამებელ მოხსენებას გამოაქვეყნებს კიევის მხრივ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში მიღწეული პროგრესის თაობაზე, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

ეჭვი, პრაქტიკულად, არავის ეპარება, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ვერდიქტი დადებითი იქნება. თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირები არ ჩქარობენ უკრაინის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების კონკრეტული ვადების დასახელებას: ევროკომისიის გადაწყვეტილება — ეს უვიზო რეჟიმზე გადასვლის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებითი ეტაპია. „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ძალზე დადებითი მოხსენება გვექნება, მაგრამ საბოლოო შედეგის გამოცნობა არც შემიძლია და არც მსურს“, — განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

კიევის იმედები

უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ბრიუსელში ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნების მეორე დღესვე ჩავა. სწორედ ამ ვიზიტისგან ელიან, რომ ევროკავშირი უკრაინელებისთვის მოკლევადიანი  მოგზაურობისთვის ვიზების გაუქმების  თარიღს დააკონკრეტებს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი დარწმუნებულია, რომ კიევი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 2016 წლის ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისისთვის მიიღებს. 

ამის პარალელურად, უკრაინის უმაღლეს რადას ჯერ არ მიუღია სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი ყველა კანონი. ამასთან, კანონების ერთი ნაწილი ცვლილებებით მიიღეს, ამიტომ ახლა ევროკომისიის ექსპერტიზაა საჭირო. 

უკრაინამ „ბევრი რამ გააკეთა  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი შესრულებულია, მაგრამ ეს გრძელი დისტანციაა“, — გააფრთხილა იოჰანეს ჰანმა კიევი ნოემბერში უკრაინაში ვიზიტისას. 

ევროპელთა შიშები

იმისათვის, რომ უვიზო რეჟიმი პრაქტიკულ რეალობად იქცეს, ევროპელები კიევისგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, საზღვარზე რეფორმების ჩატარებასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ევროპულ ნიმუშთან მისადაგებას მოითხოვენ ბიომეტრიული ID–ბარათების სახით.

ზოგადად ევროკავშირში და განსაკუთრებით კი აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებში უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გარკვეული შიშით ხვდებიან, ვინაიდან არ გამორიცხავენ ლტოლვილების მასიურ ნაკადს  უკრაინის აღმოსავლეთიდან. ეს კი უკიდურესად გაამძაფრებს ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ მიგრაციულ კრიზისს.  ასევე არ არის გამორიცხული კონფლიქტის ზონიდან იარაღის კონტრაბანდა. 

„ეჭვსგარეშეა, რომ [ევროკავშირის] ზოგი წევრი–სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის არსებობს ასობით ათას უკრაინელთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც სიღარიბისგან თავდასაღწევად ევროპაში გარბიან, და ეს მაშინ, როცა ევროპა უკვე იმკის სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის შედეგებს“, — ამბობს ევროპული  პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ამანდა პოლი. 

ევროპაში მიგრანტებთან დაკავშირებულ ვითარებას მართლაც შეუძლია ხელი შეუშალოს უკრაინას, მოკლე ვადაში მიიღოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, რისი იმედიც აქვს ქვეყნის ხელისუფლებას. ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალაქ გრაცის უნივერსიტეტის რუსული და აღმოსავლეთევროპული კვლევების ცენტრის მეცნიერთანამშრომელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ბენედიქტ ჰარცლი. 

„კვლავინდებურად არსებობს ეჭვი, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს, უკრაინის მოქალაქეებისთვის სანუკვარი ვიზალიბერალიზაცია, შესაძლებელი გახდება და ძალაში შევა“, — ამბობს ჰარცლი. 

სოფიას ტაძარი - Sputnik საქართველო
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

უკანდასახევი გზა არ არსებობს

და მაინც, ევროკავშირს არ შეუძლია უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაყინვა პოლიტიკურ მიზეზთა გამო. 

ევროკავშირმა გადაწყვიტა, დაეჩქარებინა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები, რათა წარმოეჩინა კიევისთვის მხარდაჭერა და რუსეთის საპირწონედ, ხაზი გაესვა უკრაინასთან ურთიერთობების  სპეციფიურობისათვის. „არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ევროკავშირი დროის მოგების შესაძლებლობის ძიებას შეუდგეს და უკრაინელები საკუთარ ილუზიებთან მიატოვოს — არ მიიღოს არანაირი დადებითი გადაწყვეტილება“, — მიაჩნია გეოპოლიტიკის ფრანგ ექსპერტ ჟაკ საპირს. 

ვიზალიბერალიზაციის პროცესის დამუხრუჭება ევროპული საზოგადოების თვალში „ახლა ისე გამოჩნდება, თითქოს ჩვენ ვღალატობთ პროევროპულ და ანტირუსულ კურსს, რომელსაც უკრაინა მაიდნის პერიოდიდან მისდევს“, — ამბობს მადრიდის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში, „ალტერნატივის ფონდის“ ექსპერტი ჰავიერ მორალესი. 

მეორე რიგის საკითხი

ევროპის მიგრაციულმა კრიზისმა მეორე პლანზე გადასწია უკრაინის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხი, ამიტომ არ ღირს ველოდოთ, რომ ეს საკითხი საშუალოვადიან პერსპექტივაში გადაწყდება, — ირწმუნება იტალიის გეოპოლიტიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლის პრეზიდენტი ტიბერიო გრაციანი. 

„თუ ტერორიზმთან ბრძოლით ნაკარნახევ გონივრული პრიორიტეტების პრინციპს დავეყრდნობით, ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირმა უკრაინას უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაუწესოს“, —  ამბობს იგი. 

გრაციანის თქმით, ასევე რთულია იმის წინასწარ ვარაუდი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას ევროკავშირის საზღვრები უკრაინისთვის. მით უმეტეს, რომ ამას ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალი უთანხმოების გამოწვევა შეუძლია. 

დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
მედვედევი: რუსეთი უკრაინისგან 3 მლრდ აშშ დოლარის დაბრუნებას მოითხოვს

იქცევა თუ არა 2016 წელი გადამწყვეტ წლად? 

მადრიდელი ექსპერტი ჰავიერ მორალესი სკეპტიკურად ეკიდება უკრაინის ხელისუფლების დაპირებებს, რომ ევროპაში ვიზები 2016 წელს გაუქმდება. 

„ახლა ძალიან ბევრი [უკრაინელი] იმედგაცრუებულია, რამდენადაც ხედავს, რომ ვერც კორუფციას გაუმკლავდნენ და არც ცხოვრების დონე გაუმჯობესებულა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ უკრაინის ხელისუფლება ახალ დაპირებებს ურიგებს მოსახლეობას, რათა მათ ღალატი არ იგრძნონ“, — ვარაუდობს პოლიტოლოგი. 

მისი აზრით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების შედეგი გაურკვეველია. „მოჩვენებითი იმედების მიცემა კიდევ მეტ იმედგაცრუებას მოიტანს. მოქალაქეებს პატიოსნად უნდა გამოუტყდე,  რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია და რომ ევროკავშირთან დაახლოება ნელა მოხდება, ვინაიდან ევროკავშირს საზღვრების გახსნამდე და უკრაინასთან ნებისმიერი სახით დაახლოებამდე იქ ვითარების მეტად დასტაბილურება სურს“, — ამბობს მორალესი. 

მას ეჭვიც არ ეპარება, რომ უკრაინა ევროპულ გაერთიანებაში ხილულ პერსპექტივაში ვერ გაწევრიანდება და საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ მოლაპარაკებები — „ეს ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად შესასვლელი კარის დახურვის კომპენსაციაა“. 

გაერო - Sputnik საქართველო
გაერო: უკრაინის კონფლიქტის 19 თვის განმავლობაში 9 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საზღვარი შესაძლოა შეიხსნას, მაგრამ არ გაიხსნას

მორალესს მიაჩნია, რომ ევროკავშირი უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის საკითხში გარკვეულ დათმობებზე რომც წავიდეს, საზღვრები სრულყოფილად მაინც არ გაიხსნება. „არა მგონია, რომ ევროკავშირი უკრაინის მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას დათანხმდეს, ან დათანხმდეს რაიმე სახის შეზღუდვების დაწესების გარეშე. თუ საზღვრები გაიხსნება, წამოაყენებენ ისეთ პირობებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას, საცხოვრებლად გადასვლას და, რაღა თქმა უნდა, მუშაობის დაწყებას შეზღუდავს“, — ვარაუდობს პოლიტოლოგი და იქვე განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე უკვე დიდი რაოდენობით არიან ლტოლვილები და მიგრანტები უკრაინიდან.  

Qui prodest?

მორალესის მტკიცებით, უვიზო მიმოსვლის შემოღებას არც ევროკავშირისთვის აქვს ხილული სარგებელი და არც თავად  უკრაინისთვის. „თუ რაიმე სარგებელი მაინც არსებობს, ის არ არის განკუთვნილი იმ უკრაინელებისთვის, რომლებსაც  ევროკავშირში მიგრირება ომისა და მძიმე ეკონომიკური კრიზისისთვის თავდასაღწევად სურთ“, — ამბობს ესპანელი პოლიტოლოგი. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება უფრო მეტად იმითაა დაინტერესებული, რომ „ეს ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, უკრაინაში დარჩნენ და ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში შეიტანონ საკუთარი წვლილი“. 

არც ისაა ხილული, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს უკრაინიდან მიგრანტების მიზღვავებამ. „ევროპა უკრაინას განვითარებაში ეხმარება, ეკონომიკურ დახმარებასაც უწევს და პოლიტიკურსაც. კერძოდ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ზონას ადგენს. ევროკავშირში არ გრძნობს თავს უკრაინისგან დავალებულად, რამდენადაც მაქსიმალურად ეხმარებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში — კრიზისის დაწყების დღიდან“, — შეგვახსენებს მორალესი. 

ევროკავშირი - Sputnik საქართველო
წყარო: ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, 2016 წელს ამოქმედდეს

ანკარის ეჭვიანობა

ევროკავშირის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება ანკარის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს, — განაცხადა თურქმა პოლიტოლოგმა აიდინ სეზერმა. 

„თუ უკრაინას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება მიენიჭება, თურქეთი, რომელიც უკვე მრავალი წელია ცდილობს მიაღწიოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, ძალიან მკვეთრ რეაქციას გამოამჟღავნებს. ჩვენ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში შევდივართ, მაგრამ ჩვენი ბიზნესმენები იძულებულები არიან, ევროპაში საქმიანობის განსახორციელებლად ვიზები აიღონ. ამიტომ უკრაინის მიმართ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას თურქეთი დიდ უსამართლობად მიიჩნევს“, — თქვა ექსპერტმა. 

„ევროკავშირი ახლა ცდილობს, უკანონო მიგრაციისა და დასაქმების არალეგალური ბაზრის პრობლემა გადაჭრას. უკრაინაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ევროპაში სამუშაოს შოვნის მსურველი უკრაინელების  რაოდენობა თანდათან მოიმატებს. ეს კი ევროპაში დასაქმების ბაზარზე წნეხს გააძლიერებს. ამას გარდა, არსებობს სხვა რისკებიც, რომლებიც პროსტიტუციასა და კრიმინალს უკავშირდება“, — დაამატა მან. 

ლიბერალიზაციის პროცედურა

ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2008 წელს დაიწყო, ხოლო 2010 წლის ნოემბერში ევროკავშირმა უკრაინას ვიზალიბერალიზაციის კუთხით სამოქმედო გეგმა შესთავაზა. მას შემდეგ ევროკომისიამ ხუთი მოხსენება გამოაქვეყნა ვიზების გაუქმების გზაზე კიევის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. 

თუ ევროკომისია გადაწყვეტს, რომ უკრაინამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა შეასრულა, ის დააყენებს წინადადებას, შეიყვანონ უკრაინა იმ სახელმწიფოების ნუსხაში, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში სამ თვემდე ვადით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. 

ამის შემდეგ ეს წინადადება განსახილველად წარედგინება ევროპარლამენტს, სადაც მას კენჭს უყრიან პროფილურ კომიტეტსა და პლენარულ სესიაზე. ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ჯერი დადგება. 

თუ ევროკავშირის საბჭო დაეთანხმება უკრაინის შეყვანას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ევროკავშირის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მოწონების შემდეგ, რეგლამენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. იმ მომენტიდან დაახლოებით 20 დღეში ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. 

მოლდოვის შემთხვევაში, რომელმაც ვიზალიბერალიზაციის ანალოგიური პროცედურა მანამდე გაიარა, ევროკომისიის მოხსენების  გამოქვეყნებიდან (2013 წლის 15 ნოემბერი) უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლამდე (2014 წლის 28 აპრილი) ნახევარი წელი გავიდა. ამასთან, ევროკავშირმა თავიდანვე წამოაყენა პირობა, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის მოქალაქეებს ბიომეტრული პასპორტები უნდა ჰქონოდათ. 

ევროკავშირში მოგზაურობას ყველა უკრაინელი მაინც ვერ შეძლებს

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაშიც კი, მილიონობით უკრაინელი ვერ მოხვდება ევროკავშირში. ევროპის დასაქმების ბაზარზე მოხვედრაზე საუბარიც ზედმეტია, — ამბობს რობერტ ბოშის სახელობის გერმანული ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წევრი შტეფან მაისტერი. 

„ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნა დროში იქნება შეზღუდული, და თანაც დასაქმების გარეშე. არა მგონია, რომ მილიონობით უკრაინელმა ხუთი წლის შემდეგ — თუ რამდენი დროც დასჭირდება შეთანხმების პროცესს — ევროკავშირში მოხვედრა მოახერხოს. ამ სფეროში კონტროლი და შეზღუდვები გაგრძელდება“, — დარწმუნებულია ექსპერტი. 

მისი თქმით, კვლავაც ღიად რჩება საკითხი, „შეძლებს თუ არა უკრაინა შესაბამისი რეაქცია იქონიოს კრიმინალური, მაფიოზური სტრუქტურების მცდელობაზე, გადაკვეთონ  ევროკავშირის საზღვრები“, თუკი ვიზალიბერალიზაცია მოხდება. 

აღმოსავლეთში კონფლიქტის ტვირთი

მაისტერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე სამართლიანად ახდენს გავლენას დონბასში არსებული ვითარება, „რადგან უკრაინის მხრივ თავად დონბასსა და ასევე რუსეთთან საზღვრების კონტროლის ხარისხთანაა დაკავშირებული“. 

„თუ უკრაინა საზღვრების გაკონტროლებას ვერ შეძლებს, პრობლემები შეექმნება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, — თქვა მან. 

ამ დროისათვის ბრიუსელი არ მოითხოვს უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, არ მიიჩნევს ამას უვიზო რეჟიმის აუცილებელ კრიტერიუმად. „ეს დღევანდელ დებატებში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, მაგრამ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი კონტროლის საკითხში, რა თქმა უნდა, ეს თავის როლს ასრულებს“, — აღნიშნა მაისტერმა. 


ყველა ახალი ამბავი
0