წყარო: ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, 2016 წელს ამოქმედდეს

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ევროკავშირში ანონიმურმა წყარომ განაცხადა, ევროკომისიის ანგარიში კიევის მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამის შესრულების შესახებ დადებითი იქნება. ამ ანგარიშს უკვე 15 დეკემბერს წარმოადგენენ.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, 2016 წელს შემოიღონ, თუმცა, ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ ნაადრევია, განუცხადა სამშაბათს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ანონიმურმა წყარომ ევროკავშირში.

„უკრაინამ უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულა, თუმცა, საჭიროა მოლაპარაკებების დოსიეს კიდევ რამდენიმე პუნქტის დასრულება, მაგრამყოველივე ამის 15 დეკემბრამდე შესრულება, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, — აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში წყარომ.

ამასთან, არის მოლოდინი, რომ ევროკომისიის ანგარიში კიევის მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამის შესრულების შესახებ დადებითი იქნება. ამ ანგარიშს უკვე 15 დეკემბერს წარმოადგენენ.

რიგა - Sputnik საქართველო
ლატვიის პრემიერი: უვიზო რეჟიმი შეიძლება 2016 წლიდან ამოქმედდეს

უკრაინის პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა შეასრულა.

იაცენიუკის განმარტებით, უკრაინამ „შეასრულა ყველაფერი, რაც თავის თავზე აიღო იმისათვის, რომ უვიზო რეჟიმი დაინერგოს“, კიევს „ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიტიური გადაწყვეტილების“ იმედი აქვს და „ასეთი გადაწყვეტილება, თუ ის იქნება, 15 რიცხვში (დეკემბერს — რედ.) გამოქვეყნდება“. 

უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ ისწრაფვის. მან ვეროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი გასული წლის ივნისის თვეში მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკვე 2016 წლიდან ელოდება. ამისთვის ევროპელები კიევისგან კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას, საზღვარზე რეფორმების გატარებასა და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ევროპულ სტანდარტებთან მოყვანას მოითხოვს (ID–ბარათები). 

ევროკომისია, სავარაუდოდ, 15 დეკემბრისთვის კიევის მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უმაღლეს რადას რიგი კანონპროექტები უნდა მიეღო, თუმცა ყველა კანონი არ იქნა მიღებული, ზოგიერთ კანონში შესწორებები შეიტანეს და ამჟამად ევროკომისიის ექსპერტიზაა საჭირო. 

 


ყველა ახალი ამბავი
0