თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინასთან თავისუფალ სავიზო რეჟიმზე გადასვლას 2016 წელს იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ევროკომისია 2015 წლის ბოლოს აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე დადებით დასკვნას წარმოადგენს, განაცხადა ლატვიის პრემიერმა ლაიმდოტა სტრაუიუმმა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. ამის შესახებ სააგენტო РИА Новости იუწყება.
”საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ შესაბამისობაში მოვიდნენ შემუშავებულ კრიტერიუმებთან და მოთხოვნებთან. თუ წლის ბოლოს ევროკომისია დადებით მოსაზრებას წარმოგვიდგენს, თუ წლის ბოლოს გამოხმაურება დადებითი იქნება, მაშინ საქართველო და უკრაინა მომავალ წელს უვიზო რეჟიმს მიიღებენ”, — განაცხადა სტრაუიუმმა.