თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. უკრაინაში არსებული კონფლიქტის განმავლობაში 9 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 20 ათასზე მეტი დაიჭრა, ნათქვამია უკრაინაში გაეროს მონიტორინგის მისიის ახალ, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
აღნიშნული მოხსენება 16 აგვისტოდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
„გასული წლის აპრილის შუა რიცხვებიდან 9098 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რაოდენობა კი 20732–ია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მოხსენების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის პერიოდიდან გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. უკრაინის აღმოსავლეთით ამ დროის განმავლობაში დაიღუპა 47 მშვიდობიანი მოქალაქე და 131 დაიჭრა.