აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი სამ წელიწადში 60%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Besik Pipiaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ყოველწლიურად 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე ახდენს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ტურიზმი კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამას ადასტურებს 2012 წლიდან დღემდე ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის 60%-მდე ზრდაც, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ბოლო სამ წელიწადში გაწეული მუშაობის შესახებ. 

 ანგარიშის თანახმად, რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში  შემუშავებულია „2015-2018 წლების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიული გეგმა“, რომლის მიხედვით დაიგეგმა მიმდინარე და მომავალი წელი.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტების რაოდენობა 2,78%–ით გაიზარდა

 ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა მარკეტინგული ღონისძიებები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ყოველწლიურად 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე ახდენს. დეპარტამენტის ორგანიზებით სამი წლის მანძილზე 81 მედია და ინფო ტური ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 786 ტურიზმის დარგის სპეციალისტი გაეცნო რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. შედეგები შთამბეჭდავია — მხოლოდ მიმდინარე წელს გამოქვეყნდა 100-ზე მეტი სარეკლამო — საინფორმაციო სახის სტატია, სიუჟეტი თუ ბლოგ-პოსტი.

 ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს აჭარის რეგიონის შესახებ ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდაზე. 2015 წელს რეგიონის მასშტაბით სეზონზე 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ცხელი ხაზი მოქმედებდა, მათ შორის 24 საათიანი მომსახურებითაც. 2013-2015 წლებში დეპარტამენტმა მოახდინა 15 ახალი ტურისტული მარშრუტის შედგენა და მარკირება.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს უფასო გადამზადების კურსებს, რომლებშიც უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართულები. სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონის კერძო ტურისტულ ობიექტებში 3 წლის მანძილზე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით 750 კადრი.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 41,2%-ით გაიზარდა

 აჭარაში სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სტირმულირებისათვის განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ ზრდის დადებითი ტენდენციაა ტურიზმის კერძო სექტორშიც, რაც ახალი კვებისა და განთავსების ობიექტების ზრდით გამოიხატება. თუკი 2012 წელს რეგიონის მასშტაბით 10 367 რეგისტრირებული განთავსების ადგილი იყო, 2015 წლის მონაცემებით უკვე 14 828 ადგილი აღირიცხება, რაც 43% — იან ზრდას მიუთითებს.

თბილისი, ტურიზმი - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოს 4,5 მილიონი სტუმარი ეწვია

 ყოველწლიურად იზრდება რეგიონში საერთაშორისო ტურისტთა რიცხვიც, თუმცა არსებული მეთოდოლოგიით ზრდა საშუალოდ 10%-მდე აღწევდა. სტატისტიკის უფრო სრულყოფილი სურათის მისაღებად, ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა სტატისტიკური კვლევების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ სექტორში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შემდგომ ანალიზს. ასევე, ტურისტული ბაზრის კვლევას, რომელიც შიდა სამომხმარებლო ბაზრის კვლევასა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0