აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 41,2%-ით გაიზარდა

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი ინვესტიცია პირველ კვარტალში ენერგეტიკის სფეროში ჩაიდო – 39,4%, ამას მოსდევს ტურიზმის სფერო – 38,4%, და მშენებლობა 19,2%.

თბილისი, 24 ივნისი  — Sputnik. აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 76,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო.

2014 წლის პირველ კვარტალში რეგიონში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა 54,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია პირველ კვარტალში ენერგეტიკის სფეროში ჩაიდო – 39,4%, ამას მოსდევს ტურიზმის სფერო – 38,4%, და მშენებლობა 19,2%, სოფლის მეურნეობა 1,8%  და ა.შ. 


ყველა ახალი ამბავი
0