აჭარაში ტურისტების რაოდენობა 2,78%–ით გაიზარდა

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში 70 176 ადამიანი შეადგინა.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ტურისტთა რაოდენობა, რომლებიც აჭარას 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში ეწვივნენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,78%–ით გაიზარდა, — იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

დადებითი ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით მაღალია უცხოელ ვიზიტორთა შორის, რომლებიც რეგიონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ესტუმრნენ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარა საკრუიზო ტურიზმს განავითარებს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2015 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%–ით გაიზარდა და 5 509 ადამიანი შეადგინა.

ტურისტების რაოდენობით ლიდერობენ ისრაელი, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი და ბელარუსი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%–ით გაიზარდა და  70 176 ადამიანი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0