საქართველოს პარლამენტი ევროპულ სტრუქტურებს მიმართავს

© photo: courtesy of parliamentПарламент Грузии
Парламент Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი „მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა“, — ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტებმა 8 დეკემბერს გამართულ გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიმართვის პროექტს ევროკავშირისა და სხვა ევროპული სტრუქტურებისადმი, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.  

მიმართვის ავტორი და ინიციატორი ოპოზიციური ფრაქციის „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატი ვიქტორ დოლიძეა. მიმართვის ადრესატი ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამასახურია. მიმართვის პროექტი პარლამენტის მიერ დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი აპირებს ევროპულ სტრუქტურებს მიმართოს

„15 დეკემბერს, ევროკომისია, ტექნიკური შეფასების საფუძველზე, სავარაუდოდ პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებს. ვთვლი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთიანი მოსაზრების დაფიქსირება დასკვნის გამოქვეყნებამდე, ძელიან მნიშვნელოვანი იქნება“, — განაცხადა დოლიძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. 

წინა კვირას, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება მიმართვის პროექტის დაცქარებულ რეჟიმში განხილვის შესახებ. 

 „საქართველო-ევროკავშირის ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, უკანასკნელ წლებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია“, — ნათქვამია მიმართვის პროექტში. 

უმაღლესი ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
მოგერინისთვის უცნობია, რას გადაწყვეტს ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე

 საქართველოს პარლამენტი „მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა“, — ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.  

 პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააგრძელოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების წარმოება და გაავრცელოს უვიზო მოგზაურობის უფლებები და ვალდებულებები.

 საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმი 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში იქნება შემოღებული. 

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესს გადის. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციაზე იმუშაოს

 ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მეორე ფაზის სამოქმედო გეგმის  (VLAP) 15-დან 7 ძირითადი მოთხოვნა შეასრულა. მეოთხე ანგარიშს ევროკომისია 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0