რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციაზე იმუშაოს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა პრაღაში გაიმართა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსეთმა დაადასტურა, რომ მზადაა იმუშაოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის ლიბერალიზაციაზე, — განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის მიხედვით.

კარასინისა და აბაშიძის მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს პრაღაში გაიმართა. მხარეებმა, ჩვეულებისამებრ, განიხილეს ჰუმანიტარული, სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურის სფეროს საკითხები.

„რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მზადაა, მომავალშიც იმუშაოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის რეჟიმის ლიბერალიზაციაზე“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში.

„მიუხედავად პოლიტიკური პრობლემებისადმი პრინციპულად  განსხვავებული დამოკიდებულებებისა, პრაღის შეხვედრების საქმიანი ატმოსფერო საშუალებას გვაძლევს, ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები  წარმატებულად და ურთიერთმომგებიანად გადავწყვიტოთ“, — აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

მოსკოვი. საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე მიანიშნებს

კერძოდ, მხარეებმა „კვლავ დაადასტურეს ჟენევის ფორმატის დისკუსიების მნიშვნელობა, როგორც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი“. 

გარდა ამისა, „კმაყოფილებით არის აღნიშნული, რომ მიუხედავად არახელსაყრელი მაკროეკონომიკური კონიუნქტურისა, ურთიერთსაქონელბრუნვის მოცულობის შემცირება უმნიშვნელო აღმოჩნდა“. „ამ მხრივ პოზიტიური როლი შეასრულა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებიასდმი საქართველოს პრაგმატულმა განწყობამ და რუსეთის მხრივ დამცავი ზომების გამოუყენებლობამ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, — დასძინეს რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: აბაშიძე–კარასინის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0