კვირიკაშვილი: აბაშიძე–კარასინის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს

© https://www.facebook.com/economyprგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღისათვის, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში გრძელდება, რომელიც პრაღაში იმართება.

თბილისი, 14 სექტემბერი –  Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში.

დღისათვის,  რუსეთსა და საქართველოს  შორის  დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის  რეგულარული შეხვედრების ფორმატში გრძელდება, რომელიც პრაღაში იმართება. „ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია იმისა, რომ ორ–სამ დღეში სერიოზული პრობლემების მოგვარება იქნება შესაძლებელი… ყველაზე რთულ ოპონენტთან გქონდეს კომუნიკაცია – უფრო მეტად მომგებიანია, ვიდრე ამ კომუნიკაციაზე უარის თქმა. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ეს ფორმატი  და მე არ მივიღებ შენიშვნებს იმ კუთხით, რომ ეს ფორმატი არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო უწყების პირველმა პირმა.

ამასთანავე, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ აღნიშნული ფორმატის გაფართოება შეუძლებელია.

„აბაშიძე–კარასინის ფორმატი კარგად მოქმედებს, მასზე ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები წყდება. ამ ფორმატის გაფართოება, ჩემი აზრით, შეუძლებელია, რდგანაც ამის უკან პოლიტიკური საკითხები დგას, რისთვისაც არსებობს უკვე ჟენევის ფორნატი, რომლის შენარჩუნებაც და ეფექტურობის გაზრდაც, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ", – განაცხადა მინისტრმა.

2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,  რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  დარღვევის ხარჯზე.

 


ყველა ახალი ამბავი
0