აბაშიძე: რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე მიანიშნებს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი. საგარეო საქმეთა სამინისტრო
მოსკოვი. საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატთა მორიგი შეხვედრა პრაღაში 19 ნოემბერს შედგება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 19 ნოემბერს იმსჯელებენ პრაღაში. 

„რუსეთის მხრიდან რაღაც მინიშნებები გაკეთდა, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას აპირებენ. ჩვენ მათ მოვუსმენთ, ვნახავთ, რა იქნება და რა აქვთ მხედველობაში“, — განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს დღეს, 18 ნოემბერს. 

პრაღა - Sputnik საქართველო
რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა პრაღაში ხუთშაბათს გაიმართება

2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,  რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  დარღვევის ხარჯზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქრათველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0