თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში ხუთშაბათს გაიმართება, — განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აბაშიძემ.
„შეხვედრა 19 ნოემბერს შედგება“, — თქვა მან.
აბაშიძემ დაამატა, რომ მხარეებს განზრახული აქვთ განაგრძონ ჰუმანიტარული, კულტურული, ეკონომიკური და სავაჭრო საკითების განხილვა.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქრათველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.