თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი (ЕврАзЭС) სწორი ინფორმაციული პოლიტიკის გატარებას საჭიროებს, რამდენადაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ცუდად არიან გარკვეულნი ევრაზიულ კავშირში, განაცხადეს მრგვალი მაგიდის წევრებმა, რომელიც ახალ ევრაზიულ გაერთიანებასთან კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა.
ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი თემაზე: „კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი მომავალი: საერთო ისტორია და თანამედროვეობა“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში პარასკევს, 4 დეკემბერს გაიმართა.
„სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ ევრაზიული ინტეგრაციის თემამ ინტერესი ქართველ ექსპერტთა საზოგადოებაშიც გამოიწვია. ინტერესი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და მეორეც, არავინ მუშაობს ამ კუთხით… საჭიროა სწორი საინფორმაციო პოლიტიკის შექმნა, რომ ხალხმა გაიგოს, რა არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“, — განაცხადა მედიაჰოლდინგ Georgian Times-ის პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის „საქმიანი კლუბის“ დირექტორი დენის ტიურინი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მხარდაჭერისათვის საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით ცოტა კეთდება.
„ამასთან, არა მარტო იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ამ კავშირის წევრები არ არიან. ჩვენთანაც —რუსეთში, ყაზახეთშო, ბელარუსში, სომხეთსა და ყირგიზეთში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უპირატესობის შესახებ ცოდნა, სამწუხაროდ, არცთუ მაღალია. ვფიქრობ, ევრაზიულმა ეკონომიკურმა კომისია დროთა განმავლობაში საკუთარ საინფორმაციო პორტალს შექმნის ან ტელევიზიას დააარსებს“, — მიიჩნევს ტიურინი.
საქართველოში ტელეკომპანია „მირის“ განყოფილების უფროსი მიხეილ რობაქიძემ დამსწრეთ, პირველ ყოფლისა, კულტურის სფეროში ურთიერთობის აღდგენა შესთავაზა.
„ახალგაზრდა ჟურნალისტებმა ელემენტარულად არ იციან, იმიტომ არა რომ მათ საამისო ცოდნა არ აქვთ, უბრალოდ მათ არ აქვთ მონაცემები, ფაქტები თუნდაც რუსეთში დღეს არსებულ ვითარებაზე, სხვა რა საკითხზე უნდა ვისაუბროთ როდესაც ახალგაზრდებისნ უმრავლესობა, რუსეთში არასდროს ყოფილან… დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ ურთიერთობებს კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის, რა თქმა უნდა, ევრაზიული კავშირის მონაწილეობით“, — განაცხადა რობაქიძემ.
გლობალური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა აღნიშნა, რომ „ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) აღიარება საქართველოსა და ევრაზიული გაერთიანების თანამშრომლობისთვის ძირითად წინააღმდეგობად იქცა“.
„ეს ძალზე სერიოზული ფაქტორია, თქვენ საქართველოში ვერ იპოვით ადამიანს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, რომლისთვისაც ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყოს. ამ საკითხთან მიმართებით ურთიერთობის სტაგნაცია და თითქმის დიალოგის არქონა იწვევს იმ განწყობას, რომელიც ევრაზიულ კავშირთან მიმართებითაა“, — ათნიშნა დევდარიანმა.
ვიდეოხიდის მსვლელობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს მეხუთე საერთაშორისო კონკურსის – „კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი მომავალი: საერთო ისტორია და თანამედროვეობა“ – გამარჯვებული ახალგაზრდა ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიაზე. გამარჯვებულთათვის 7-10 დეკემბერს მოსკოვში მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ექსპერტები და ცნობილი ჟურნალისტები მიიღებენ, რომლებიც კავკასიის ქვეყნებისა და ევრაზიული კავშირის ურთიერთთანამშრომლობისა და ჟურნალისტიკის სამომავლო განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.