გამოკითხვა: საქართველოს მოქალაქეთა 27% ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეა

© photo: Sputnikქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის გამოკითხვის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა 27% ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

კითხვაზე: „ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დააარსა, პირადად თქვენ მხარს დაუჭერდით?“, დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 27%–მა, უარყოფითად კი — 38%–მა. ამავე დროს, რესპონდენტთა 12%–მა უპასუხა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებდა, 21%–ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, 1%–მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

ЕС - Sputnik საქართველო
ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს შესვლის მსურველთა რიცხვი შემცირდა

კითხვაზე, „რატომ დაუჭერდით საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარს“, 55%–მა უპასუხა, რომ ამით გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო 22% მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდება. ამასთან, რესპონდენტების 9%–მა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში საქართველო გარე საფრთხეებისგან მეტად იქნება დაცული. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: "ქართულმა ოცნებამ" პოზიციები დათმო

გამოკითხული რესპონდენტების 58%–მა აღნიშნა, რომ საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარს არ დაუჭერდა, რადგან ეს ქვეყნის დამოუკიდებლობას შეზღუდავს. გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ ეს დასავლეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ხელს შეუშლის, ხოლო 35% ფიქრობს, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას შეამცირებს.

გამოკითხვა 2015 წლის მაისში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის 2 360 რესპონდენტი, ცდომილება 3%–ია.

კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0