ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს შესვლის მსურველთა რიცხვი შემცირდა

© Public DomainЕС
ЕС - Sputnik საქართველო
გამოწერა
კითხვაზე -„ხვალ რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდებოდეს, მხარს დაუჭერდით თუ არა ევროკავშირის წევრობას, დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 61%-მა, ხოლო 11 %-მა - უარყოფითი.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი შემცირდა, ასეთია მოსახლეობის აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელსაც „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს“.

კითხვაზე —„ხვალ რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდებოდეს, მხარს დაუჭერდით თუ არა ევროკავშირის წევრობას, დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 61%-მა, ხოლო 11 %-მა — უარყოფითი. 2013 წელს ანალოგიურ კითხვაზე 78%-ის პასუხი დადებითი იყო, ხოლო 2011 წელს — 80 %-ის. 

 კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 45%-ს ეშინია, რომ ევროკავშირი საფრთხეს შეუქმნის ქართულ ტრადიციებს, მაშინ როცა 2013 წელს მსგავსი მოსაზრება 30%-ს ჰქონდა. 

 კითხვაზე — „ყველაზე უკეთ ვის შეუძლია დღეს დაეხმაროს საქართველოს – ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ რუსეთს?“ 33%-მა ევროკავშირს მიანიჭა უპირატესობა, 24%-მა რუსეთს, ხოლო 17%-მა აშშ-ს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის 61% თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.

დსთ–ის სამიტი - Sputnik საქართველო
NDI: გამოკითხულთა 31% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

 გამოკითხვის მონაცემების თანახმად, ასევე შემცირდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეტა რიცხვი. რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ალიანსში შესვლის სურვილი 57%-მა გამოთქვა, ხოლო 18% წინააღმდეგია. მაშინ როცა 2013 წელს ანალოფიურ კითხვაზე დადებითი პასუხი 70%-მა გასცა. 

 გამოკითხვა 2015 წლის მაისში ჩატარდა. მასში 2360-მა 18 წელზე მეტის რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსმხარდაჭერით.


ყველა ახალი ამბავი
0