NDI: გამოკითხულთა 31% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიდსთ–ის სამიტი
დსთ–ის სამიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლას საქართველოში გამოკითხულთა 31% ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 46% მხარს არ უჭერს ამ იდეას. 22%-მა არ იცოდა, რა ეპასუხა, ხოლო 1%-მა უარი თქვა პასუხზე.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი მომხრეა, რომ ქვეყანა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს. ასეთი შედეგი აჩვენა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ. 

კვლევის მეორე ნაწილის — „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ — შედეგები შაბათს, 17 ოქტომბერს წარმოადგინა NDI-ის ოფისის დირექტორმა საქართველოში ლორა ტორნტონმა (Laura Thornton).

კერძოდ, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლას საქართველოში გამოკითხულთა 31% ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 46% მხარს არ უჭერს ამ იდეას. 22%-მა არ იცოდა, რა ეპასუხა, ხოლო 1%-მა უარი თქვა პასუხზე. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: "ქართულმა ოცნებამ" პოზიციები დათმო

სოციოლოგიური კვლევა „საზოგადებრივი აზრი საქართველოში“ 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი ინტერვიურების გზით გამოიკითხა დაახლოებით 4 ათას 448 ადამიანი. ცდომილება შეადგენს 3,01%-ს.

NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო(SIDA) აფინანსებს, გამოკითხვებს კავკასიის კვლევათა რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს. 


 


ყველა ახალი ამბავი
0