თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის მესამედი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების იდეას, ხოლო ქართველ ამომრჩეველი ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მისცემდა ხმას არჩევნებში ვიდრე მოქმედ ხელისუფლებას. ასეთია აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები საქართველოში.
მორიგი გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“, საქართველოში NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) წარმოადგინა.
კვლევები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ტარდებოდა და მასში 4ათას 448 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ევროპული თუ ევრაზიული კავშირი?
NDI-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის იგივე 31% (მაჩვენებელი არ შეცვლილა 2015 წლის აპრილიდან) მხარს უჭერს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. უარყოფითი პასუხი რესპოდენტა 45%-ს ჰქონდა. არ იცოდნენ რა ეპასუხათ გამოკითხულთა 22%-ს. დანარჩენებმა უარი თქვეს პასუხზე.
ევრაზიული კავშირის მხარდამჭერებმა თავიანთი არჩევანი მსგავსი თანამშრომლობის ეკონომიკური სარგებლით (71%) ახსნეს და მხოლოდ მცირე ნაწილი (7%) მიიჩნევს, რომ ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს (7%).
გამოკითხულთა დიდი ნაწილა (61%) მაინც უჭერს მხარს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მიზანს — ევროკავშირში შესვლას. ამ შემთხვევაშიც რესპოდენტთა დიდი ნაწილი (68%) ხასზ უსვამდა ეკონომიკურ სარგებელს, ამასთან აღნიშნავდა, რომ ევროინტეგრაცია განამტკიცებს დემოკრატიის განვითარებას (21%).
„თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ მოსახლეობის მოსაზრებაში ევოკავშირისა და ევრაზიული კავშირის შესახებ, დავინახავთ, რომ მოსახლეობას ერთი მოტივი ამოძრავებს. ეს ეკონომიკური მოტივია და არა პოლიტიკური. მოქალაქეები ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზებს ეძებენ… ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ევრაზიული კავშირის მხარდაჭერა პრორუსული კურსის მხარდაჭერაა“, — უთხრა ტორნტონმა ჟურნალისტებს.
„…ოცნებები წავიდა“
მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, პირველად მმართველი კოალიციის მხარდამჭერთა რიცხვი უფრო ნაკლები აღმოჩნდა ექს-პრეზიდენტის პარტიის მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა რიცხვზე. მცირე უპირატესობით, მაგრამ გამოკითხულებმა „ქართულ ოცნებას“ (11%), ძველი, ვიღაცისთვის კეთილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (13%) ამჯობინეს.
მესამე ადგილი 4%-იანი რეიტინგით, პრორუსული იმიჯის მქონე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და ამჟამად ოპოზიციურმა პროდასავლურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები“ გაიყვეს. მათ ლეიბორისტული პარტია მოყვება (3%).
ამასთან, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ჩატარებულიყო, ამომრჩეველთა 35%-ს არ ეცოდინებოდა ვის მისცეს ხმა, ხოლო 14 % განაცხადა, რომ არ დაუჭერდა მხარს არც ერთ პარტიას.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 49% მზადაა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ისინი რომ ხვალ იმართებოდეს, და 51% — არა. 15% იმ პირებისა, ვინც მზადაა აღასრულოს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა, ხმას „ენმ“ —ს მისცემდა და 14%- „ქართულ ოცნებას.
საინტერესოა ასევე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილის პარტიას იდეურ თანამებრძოლთა თითქმის ერთნაირი რაოდენობა ჰყავთ. მმართველი კოალიციის შეხდულებებს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 14% და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 13%.
ქართულ საზოგადოებაში ასევე გავრცელებულია პოლიტიკური ნიჰილიზმი — გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ მათ არც ერთი პარტია არ მოსწონთ.
„დღეს პოლკიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ, რადგან არც ერთ პარტიას არ აქვს ძლიერი უპირატესობა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პარტიას ამჯობინებს. ეს საშუალებას აძლევს თითოეულ პარტიას მომავალ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი მოქალაქეთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენოს“, — განაცხადა ტორნტონმა.
საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.
ჩვენ არ გვაინტერესებს
კვლევების შედეგების კომენტირებისას, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, ხოლო აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი — NDI „ნაცმოძრაობასთან“ შეთქმულებაში დაადანაშაულა.
„NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით, მრავალი წელია მრავალ კითხვის ნიშნებს სვამენ. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა ორგანიზაციის მიმართ. მაგრამ ის ადამიანები, ვინც მრავალი წელია უშუალოდ ახორციელებენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან““, — უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და რწმენა გამოთქვა რომ NDI-ს კვლევები საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს.
„მოსახლეობას აინტერესებს რას აკეთებს და რას აპირებს რომ გააკეთოს მთავრობა, რაც მათ მდგომარეობაზე აისახება. მთავარია, რომ ყველაზე მთავარი კვლევა — არჩევნების დღეა, იქ გაირკვევა ვის ენდობა ხალხი და ვის უნდა ვანდოთ ჩვენი ქვეყანა“, — თქვა ღარიბაშვილმა.
NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს. გამოკითხვებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.