საქართველოს მთავრობის წევრები NDI–ს კვლევებს არ ენდობიან

© photo: Sputnikმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც გამოკითხვებს ატარებენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებულნი. მისი აზრით, საუკეთესო სოციალური გამოკითხვა არჩევნების დღეა.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის NDI–ს საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამს და ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა.

NDI სოციალურ გამოკითხვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად ატარებს. ამ დღეებში ორგანიზაციამ მორიგი სოციალური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ლიდერის პოზიციები არ უკავია. კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ (35%) არ იცის, არჩევნებზე მხარს ვის დაუჭერს.

თბილისი - Sputnik საქართველო
NDI: გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ რუსეთს დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს საქართველოზე

 „NDI-ს კვლევებზე სერიოზულ კომენტარს, ალბათ, ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმოდა მრავალი წლის განმავლობაში არა ამ ორგანიზაციის მიმართ, რომლისადმი მინდა ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ ფიზიკურად ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო", — განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის საუკეთესო საშუალება არჩევნების დღეა.

ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ NDI–ის ქართული ოფისი ხარვეზებით მუშაობს. მისი თქმით, ყველაფერს არჩევნები აჩვენებს და ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ გაიმარჯვებს 2016 წლის არჩევნებში“.

ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ NDI ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, სწორედ ამიტომ ის გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა. 


ყველა ახალი ამბავი
0