NDI: გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ რუსეთს დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს საქართველოზე

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საქართველოზე პოლიტიკური ზეგავლენის შეფასებისას, 48%-მა განაცხადა, რომ იგი დიდია, 21% თვლის რომ საშუალოა და 16% თვლის რომ რუსეთი საქართველოზე საერთოდ მცირე ეკონომიკურ გავლენას ახდენს ან საერთოდ არ ახდენს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს გამოკითხვების მონაწილეთა დიდი ნაწილი თვლის, რომ რუსეთს არსებითი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა აქვს საქართველოზე. 

 “საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ კვლევების მეორე ნაწლი 17 ოქტომბერს NDI-ს დირექტორმა საქარველოში ლორა ტორნტონმა(Laura Thornton)  გამოაქვეყნა. 

 რუსეთის საქართველოზე პოლიტიკური ზეგავლენის შეფასებისას, 48%-მა განაცხადა, რომ იგი დიდია, 21% თვლის რომ საშუალოა და 16% თვლის რომ რუსეთი საქართველოზე საერთოდ მცირე ეკონომიკურ გავლენას ახდენს ან საერთოდ არ ახდენს. ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა გამოკითხულთა 14%-ს.

 რუსეთის საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის შეფასებისას, გამოკითხულთა უმრავლესობამ 31% განაცხადა, რომ იგი დიდია. ამ ზეგავლენის საშუალო და მცირე ოდენობა გამოკითხულთა ერთი და იმავე რაოდენობამ აჩვენა — 27%, ხოლო არ იცოდნენ რა უნდა ეპასუხათ — 15 %. 

 სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი აზრი საქართველოში“ 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ჩატარდა.   წარმომადგენლობითი შერჩევისა და პირდაპირი ინტერვიურების გზით გამოიკითხა 4 ათას 448 ადამიანი. ხარვეზმა 3,1% შეადგინა. 

 NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო(SIDA) აფინანსებს, გამოკითხვებს კავკასიის კვლევათა რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს. 


ყველა ახალი ამბავი
0