ექსპერტები: ევრაზიულ კავშირში ერთიანი საინფორმაციო სივრცე უნდა შეიქმნას

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიევროპული და აზიური მედიის ფორუმი
ევროპული და აზიური მედიის ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუცილებელია შეიქმნას ერთიანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო სივრცე და ერთიანი სამართლებრივი კომისია, — მიაჩნიათ ევროპული და აზიური მედიის მერვე ფორუმის მონაწილეებს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში აუცილებლად უნდა შეიქმნას ერთიანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო სივრცე და ასევე ერთიანი სამართლებრივი კომისია, — მიაჩნიათ ევროპული და აზიური მედიის მერვე ფორუმის მონაწილეებს. 

„ახლა ჩვენ ძალზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ერთიან საგანმანათლებლ სივრცეზე და ქსელური უნივერსიტეტის დაარსებაზე, ვინაიდან საჭიროა საერთო გაგების, საერთო ტერმინოლოგიის მქონე კადრების მომზადება“, — განაცხადა რუსეთის დუმის დსთ–ის ქვეყნების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ტატიანა მოსკალკოვამ. 

ამას გარდა, მისი თქმით, ევრაზიული კავშირის წევრ–ქვეყნებს საინფორმაციო სივრცეში „უნდა ჰქონდეთ კატეგორიების ერთიანი ინსტრუმენტი.

დმიტრი კისილიოვი - Sputnik საქართველო
კისილიოვი: რუსეთში ისე არ იციან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობა, როგორც აშშ–ში

„ავიღოთ, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მიღებული დსთ–ის სამოდელო კანონი ინტერნეტის შესახებ — დღეს ჩვენ აღარ გაგვაჩნია ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ამ საინფორმაციო ველზე ორიენტირად გამოგვადგებოდა, ერთი მხრივ, დაგვიცავდა გამოწვევებისა და საფრთხეებისგან, ხოლო მეორე მხრივ, აწევდა დემოკრატიის გრადუსს“, — განმარტა დეპუტატმა. 

ასეთივე მოსაზრება გამოთქვა ეროვნული საინფორმაციო სააგენტო „ქაბარის“ (ყირგიზეთი) დირექტორმა ყუბან თააბალდიევმაც. 

„ერთიანი საინფრომაციო ორგანო, ისეთი, როგორიც თავის დროზე იყო დსთ–ში ტელე–რადიო კომპანია „მირ“, და რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, ასეთი ევრაზიულ კავშირში ჯერჯერობით არ არსებობს. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო და ეფექტური იქნებოდა კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, რომ მთელი ოფიციალური ინფორმაცია ერთი წერტილიდან მოედინებოდეს და თითოეული ქვეყნის ყველა მოქალაქემდე მიდიოდეს“, — აღნიშნა მან. 

მისი თქმით, ევრაზიული კავშირის შესახებ ინფორმაცია დღეისათვის მხოლოდ ქალაქელებამდე ან მოსახლეობის დაინტერესებულ ფენამდე   მიდის. 

„ევრაზიული კავშირის ყველა პოტენციური წევრი ქვეყანა უნდა დაფიქრდეს და სახელმწიფოთაშორის დონეზე უნდა დაგეგმოს თარგმნითი სამსახურების დაარსება“, — წამოაყენა წინადადება თააბალდიევმა და დაამატა, რომ ეს საშუალებას მისცემდა მოსახლეობას, საკუთარ ენაზე მიეღო საჭირო ინფორმაცია. 

ამას გარდა, ექსპერტების აზრით, ევრაზიულ კავშირში მიზანშეწონილი იქნებოდა ევროკომისიისა და ევროკავშირის მსგავსი ერთიანი სამთავრობო კომისიის შექმნა. 

„ევროკავშირს აქვს ევროპული კომისია, ვფიქრობ, რომ ევრაზიულ კავშირსაც უნდა ჰქონდეს ევრაზიული კომისია, და ეს იქნებოდა სამთავრობო კომისია, რომელიც დაარეგულირებდა ამ კავშირში შემავალ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მომწესრიგებელ კანონპროექტებს“, — განმარტა ყუბან თააბალდიევმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0