კისილიოვი: რუსეთში ისე არ იციან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობა, როგორც აშშ–ში

© photo: Sputnik / Владимир Трефилов / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი კისილიოვი
დმიტრი კისილიოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ორგანიზაციების მუშაობა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, დასავლურ ორგანიზაციებთან შედარებით, მნიშვნელოვნად სუსტი იყო. ჩვენ ეს ისე მარჯვედ არ გამოგვდის, როგორც ამერიკელებს, — განაცხადა მედიასაინფორმაციო სააგენტო „რასია სივოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა ევროპული და აზიური მედიის მე–8 ფორუმზე.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. რუსეთში ისე არ იციან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობა, როგორც აშშ–ში, — განაცხადა მედიასაინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისილიოვმა ევროპული და აზიური მედიის მე–8 ფორუმზე „მდგრადი პარტნიორობა არასტაბილურ მსოფლიოში“.  

„იგივეს ვიტყოდი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობაზეც. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს ამერიკელებივით მარჯვედ არ გამოგვდის, თუმცა, ვსწავლობთ. ჩვენ არც საერთაშორისო მედიის კეთება ვიცოდით ბოლო დრომდე, მაგრამ ახლა ვიცით“, — აღნიშნა მან. 

კისილიოვს დაეთანხმა ტელეარხ „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანიც, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ რუსული არაკომერციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობა არადამაკმაყოფილებელია. 

„თუ ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და შესაძლოა, არასამთვარობო სტრუქტურების, არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობაზეც კი ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, რუსული ორგანიზაციების აქტიურობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, დასავლურთან შედარებით, მნიშვნელოვნად სუსტი იყო. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. იყო დრო, როცა ეს საჭიროდ არ მიიჩნეოდა, იყო პერიოდები, როცა საამისოდ თანხები არ არსებობდა ან არ  ვიცოდით ამის კეთება და შედეგიც სახეზეა. აქედან გვესმის, რატომაა ეს ასე — აქ შეგვეშალა, იქ ფინანსები დაგვაკლდა, ხოლო შინაგანად ვგრძნობთ, რომ ჩვენ თითქოს არც გჭირდებით. აი, ამერიკელი ელჩი შინიდან გამოდის და შაშს გვეთამაშება, რუსებს კი საერთოდაც ვერ ვხედავთ. თუ ამას თქვენც გრძნობთ, ალბათ, ამაში ჩვენი ბრალიცაა“, — განაცხადა სიმონიანმა. 

ევროპული და აზიური მედიის ფორუმი — ეს უნიკალური არენაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში, და რომელიც დსთ–ის ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთიდან და საქართველოდან წამყვან მედიაექსპერტებს კრებს მედიაინდუსტრიის განვითარების პროცესების პროგნოზირებისა და მის ტენდენციებზე მსჯელობის მიზნით.  ფორუმი 2006 წლიდან ტარდება. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ის მოსკოვში იმართებოდა, შემდეგ კი ფორუმს მასპინძლობდნენ: კიევი, ასტანა და მინსკიც. 2011 წელს ასტანაში გამართული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა — დმიტრი მედვედევმა და ნურსულთან ნაზარბაევმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს პოსტსაბჭოთა საინფორმაციო სივრცეზე პოზიტიური პროცესების განვითარებით დაინტერესებას. 2012 წელს მინსკში გამართულ ფორუმზე დსთ–ის ქვეყნების მთავარ რედაქტორთა კლუბის წევრ ჟურნალისტებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეხვდა. ევროპული და აზიური მედიის ფორუმი-2015 განაგრძობს გასული წლების ფორუმების ტრადიციებს და საკუთარ არენას ღია დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას უთმობს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0