სიტუაცია ჩაბნელებულ ყირიმში: გათბობის პუნქტები და გენერატორები აფთიაქებისათვის

გამოწერა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ ჩაბნელებული ყირიმის მოსახლეობის ყველა საჭიროებით უზრუნველყოფას. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ამარაგებენ ელექტროენერგიით სოციალური მნიშვნელობის ობიექტებს მაშველები და როგორ მუშაობენ საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის ქალაქები.

როგორ გამოიყურება ღამის სევასტოპოლი ყირიმისთვის ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ - Sputnik საქართველო
როგორ გამოიყურება ღამის სევასტოპოლი ყირიმისთვის ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ
 რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ყირიმის სოციალური მნიშვნელობის ობიექტებს ყველა საჭიროებით უზრუნველყოფენ. ნახევარკუნძულზე მუშაობს განათების და მოსახლეობის ინფორმირების მობილური კომპლექსები, გაშენებულია საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის ქალაქები. იქ ადგილობრივ მოსახლეობას ცხელი საკვების, ჩაის, სასმელი წყლის, ფსიქოლოგიური დახმარებისა და ღამის გასათევის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

მაშველებმა ელექტროენერგიის 10 გენერატორი გადასცეს სახელმწიფო უნიტარულ საწარმოს "სევასტოპოლის სააფთიაქო ქსელი". ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ორგანიზაციის დირექტორმა რუსლან მუსტაფინმა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრობლები თვითმფრინავიდან გენერატორებს ზიდავდნენ - Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრობლები თვითმფრინავიდან გენერატორებს ზიდავდნენ
 "აფთიაქებს აქვთ პრეპარატები, რომლებსაც შენახვის სპეციალური პირობები ესაჭიროებათ, კერძოდ — ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მათ 10 გენერატორი გადასცა. ახლა მიმდინარეობს მათი დამონტაჟება. 7 გენერატორი უკვე ამუშავებულია, სამი აფთიაქი შეუფერხებლად მუშაობს", — განაცხადა მან.

ასევე ელექტროენერგიის ახალი გენერატორითაა უზრუნველყოფილი ბავშვთა სახლი-ინტერნატი მას შემდეგ, რაც ძველი აგრეგატი მწყობრიდან გამოვიდა. დაწესებულების დირექტორის ნიკოლოს ჭოველიძის თქმით,  ამ დროისათვის ელექტროენერგიის პრობლემა არ არსებობს.

"გენერატორი მალე მოგვიტანეს, მოვიდა რაიონული ელექტროენერგიის ქსელებიდან ბრიგადა, ერთი საათის განმავლობაში მიაერთეს, გენერატორი საჭირო სიმძლავრით მუშაობს", — განაცხადა მან.

უშუქოდ დარჩენილი ყირიმის საფარი–პარკის თანამშრომლებმა ვეფხვების ბოკვერები პლედებში შეფუთეს - Sputnik საქართველო
უშუქოდ დარჩენილი ყირიმის საფარი–პარკის თანამშრომლებმა ვეფხვების ბოკვერები პლედებში შეფუთეს
 საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, ნახევარკუნძულზე ენერგომომარაგების აღსადგენად ყირიმში 682 მობილური გენერატორი ჩაიტანეს, გზაშია კიდევ 56, გაშენდა საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის 24 ქალაქი, მუშაობს 23 საველე სამზარეულო.

უკრაინის ხერსონის ოლქში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები, რომლებისგავლითაც ელექტროენერგიით მარაგდებოდა ყირიმი. 22 ნოემბრიდან ნახევარკუნძულს უკრაინიდან ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა. ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ელექტროენერგიაზე დაწესებულია გრაფიკი.

ყველა ახალი ამბავი
0