ყირიმში 1020–მდე დასახლებული პუნქტი დარჩა შუქის გარეშე მას შემდეგ, რაც 21–22 ნოემბრის ღამეს ხერსონის ოლქში ელექტროგადამცემ ხაზებზე აფეთქება მოხდა. იხილეთ ვიდეო, როგორ გამოიყურება სევასტოპოლის ქუჩები.
ყირიმის რესპუბლიკასა და სევასტოპოლში 2.3 მილიონამდე ადამიანი დარჩნენ ელექტროენერგიის გარეშე, — იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო 23 ნოემბერს.
რეგიონში საგანგებო ვითარება ენერგომომარაგების სრულ აღდგენამდე შენარჩუნდება. ყირიმის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური ობიექტები კვების ავარიულ წყაროებზე გადაირთო.
ყირიმს სრულად გაეთიშა ელექტორენერგია მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხრეთში ნახევარკუნძულის ელექტროენერგიით მომარაგების გადამცემი ხაზების საყრდენები აფეთქდა.