თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ყირიმსა და სევასტოპოლში 2,5 მლნ–მდე ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე მას შემდეგ, რაც უკრაინის გაერთიანებულმა ელექტროქსელებმა რეგიონს მომარაგება შეუწყვიტა, — იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.
მანამდე რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ ყირიმსა და სევასტოპოლში, 22 ნოემბრის 13:00 საათის მდგომარეობით, ელექტორენერგია გათიშული ჰქონდა 1.6 მლნ ადამიანსა და დაახლოებით 500 სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტს.
ყირიმი სრულად ჩაბნელდა 21–22 ნოემბრის ღამეს, როცა უკრაინის სამხრეთში, ნახევარკუნძულის მომმარაგებელი ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები აფეთქდა.
რეგიონში ენერგომომარაგების სრულად აღდგენამდე საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.