რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავმა ილ–76 ყირიმში 300 6 კილოვატის სიმძლავრის მობილური ელექტროგენერატორი ჩაიტანა, რის საშუალებითაც ნახევარკუნძულის მოსახლეობას საყოფაცხოვრებოდ უზრუნველყოფენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გადმოტვირთეს მაშველებმა გენერატორები თვითმფრინავიდან.
ენერგომიმწოდებელი დამატებითი
წყაროები გადაეცემა ყირიმის მთავრობას იმისათვის, რომ მათ ნახევარკუნძულის ტერიტორია უწყვეტი კავშირით უზრუნველყონ, მათ შორის ყირიმის ის რაიონები, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ელექტრო ენერგია და ასევე სევასტოპოლი. ამის შესახებ ისაუბრა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულების ყირიმის განყოფილების მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალექსეი ერემენკომ.
მან დაამატა, რომ მოცეული მომენტისათვის სოციალური მნიშვნელობის ყველა ობიექტის ენერგომომარაგება ხდება სარეზერვო წყაროებიდან და ისინი საწვავითაც უზრუნველყოფილები არიან.
პარასკევს, 20 ნოემბერს, ხერსონის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები დაზიანდა, რომლებიც ყირიმსა და უკრაინის სამხრეთ რეგიონებს ელექტროენერგიით ამარაგებდა. ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.