ყირიმის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქალაქ შჩელკინოს მოსახლეობის დასახმარებლად მივიდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც მათთვის ქუჩაში სამზარეულო მოაწყვეს და ცენტრალური ქუჩები გაანათეს.
ყირიმის ქალაქ შჩელკინოში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა საველე სამზარეულოები მოაწყვეს მას შემდეგ, რაც უკრაინის ტეროტორიიდან მათ ელექტროენერგიის მიწოდა სრულად შეუწყდათ. დასახლებულ პუნქტში საყოფაცხოვრებოდ უზრუნველსაყოფი ქალაქი გაშენდა, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები ცხელ საკვებსა და წყალს ღებულობენ.
ადგილობრივ ბავშვთა სახლში,
სადაც 29 ობოლი ბავშვი ცხოვრობს, ელექტრომომარაგება გენერატორის საშალებით აღადგინეს.
გასულ პარასკევს ხერსონსკის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები წაიქცა, რომლებიც ყირიმს ელექტროენერგიით ამარაგებდა. ახლა უკრაინის ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყვეტილია. ყირიმის ბლოკადის მომხრეები უკრაინაში არ უშვებენ ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებულ საყრდენებთან მერემონტეებს. ყირიმი, ხელისუფლების განცხადებით, თბილი ამინდის პირობებში 450 მეგავატის სიმძლავრის დეფიციტს განიცდის, ნახევარკუნძულს დაახლოებით 350 მეგავატი მიეწოდება. გააქტიურდა მომხმარებელთა ავარიული გათიშვა.
შჩელკინო – ყირიმის ლენინის რაიონში მდებარე ქალაქი, რომელიც ყირიმის ატომური ელექტროსადგურის პერსონალისათვის შეიქმნა, თუმცა მისი მშენებლობა გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს შეჩერდა. ქალაქის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არ შექმნილა, შჩელკინოს მრავალსართულიანი სახლების უმეტესობა არ არის გაზიფიცირებული. ამ დროისათვის იქ 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.