თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა დანაშაულებრივ აქტს წარმოადგენს, რითაც ირღვევა მოქმედი შეთანხმება, მომხდარი ფაქტი უკრაინის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარტინ შეფერმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
„უკრაინაში საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა დანაშაულებრივ აქტს წარმოადგენს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ფაქტი უკრაინის პასუხისმგებელი პირების მხრიდანაც ანალოგიურად შეფასდება და აუცილებლად იქნება გამოძიებული“, — განაცხადა შეფერმა.
მან დასძინა, რომ ბერლინში ყირიმისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას მოელიან.
გასულ პარასკევს, უკრაინის სამხრეთში ნახევარკუნძულის მომმარაგებელი ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები აფეთქდა, რამაც გამოიწვია ყირიმის ელექტროენერგიის გარეშე დატოვება. ყირიმის ბლოკადის მომხრეები შესაბამის სამსახურებს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. ყირიმის ხელისუფლების განცხადებით, ნახევარკუნძულის ენერგობლოკადის უკან რუსეთის ფედერაციაში არარეგისტრირებული ორგანიზაცია „ ყირიმელი თათრების მეჯლისის“ ლიდერები, კონკრეტულად კი მუსტაფა ჯემილევი. რუსეთში მის წინააღმდეგ, ექსტრემიზმის შემცველი განცხადებების გამო, და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.