ერდოღანი: С-400–ის გამოყენება თურქული გამანადგურებლების წინააღმდეგ აგრესია იქნება

© Пресс-служба Президента РФ / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის თავზე რუსული საზენიტო კომპლექსებით თურქული გამანადგურებლების ჩამოგდებას უშვებს, თუმცა, მოვლენების ასეთ განვითარებას თურქეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგრესიის აქტად აღიქვამს.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა  CNN–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიის თავზე С-400–ის საზენიტო კომპლექსების  გამოყენებას თურქული გამანადგურებლების წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს.

პრეზიდენტმა წამყვანის შეკითხვას ჰიპოთეტურ ინციდენტზე ანკარის სავარაუდო რეაქციის თაობაზე უპასუხა, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებას სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს, და რომ თურქეთი „იძულებული გახდება გადაუდებელი ზომები მიიღოს“. ერდოღანმა დასძინა, რომ თურქული გამანადგურებლის ჩამოგდება შეფასდება, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგრესია, ხოლო სახელმწიფოს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უფლება აქვს.

რეჯეპ ტაიპ ერდოგანი - Sputnik საქართველო
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული თვითმფრინავის გამო ბოდიშს არ მოიხდის

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა რუსულ გამანადგურებელთან დაკავშირებულ ინციდენტზე ბოდიშს არ მოიხდის. „ვფიქრობ, თუ რომელიმე მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს ჩვენ არ ვართ. ბოდიშის მოხდა მას სჭირდება, ვინც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენმა მფრინავებმა და შეიარაღებულმა ძალებმა, უბრალოდ, მოვალეობა შეასრულეს, რაც დარღვევაზე პასუხის გაცემაში მდგომარეობს“, — განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ 30 ნოემბერს პარიზში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ვლადიმირ პუტინთან თურქეთის პრეზიდენტისგან სატელეფონო ზარი არ  შესულა.

პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა მიანიშნა, თუ რას ელოდება რუსეთი თურქეთისგან, რომელმაც სირიაში სუ-24 ჩამოაგდო

რუსული თვითმფრინავი Су —24 სირიაში სამშაბათს ჩამოაგდეს. თვითმფრინავს რაკეტა თურქულმა F-16-მა სირიის თავზე ესროლა და სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში ჩამოაგდო. პილოტი ოლეგ პეშკოვი დაიღუპა, შტურმანი კონსტანტინ მურახტინის გადარჩენა შეძლეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რომ სუ-24-ს თურქეთთან საზღვარი არ გადაუკვეთია და ამას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მონაცემები ადასტურებს.  თურქეთი კი ირწმუნება, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.

დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს – ლავროვი სირიაში სუ–24–ის ჩამოვარდნის შესახებ - Sputnik საქართველო
დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს – ლავროვი სირიაში სუ–24–ის ჩამოვარდნის შესახებ

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ სუ–24-ის მეთაური კატაპულტირების შემდეგ იმიტომ დაიღუპა, რომ მას ხმელეთიდან ესროლეს. თურქული მედია კი წერდა, რომ თვითმფრინავი იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც სირიელი თურქმენები ცხოვრობენ.

სამაშველო ოპერაციისას დაიღუპა საზღვაო ქვეითი ალექსანდრ პოზინიჩი. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, პეშკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა (სიკვდილის შემდეგ), ხოლო მურახტინი და პოზინიჩი (სიკვდილის შემდეგ) სიმამაცის ორდენებით დაჯილდოვდნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0