თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ბოდიშის მოხდა თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან, ზარალის ანაზღაურება და დამნაშავეთა დასჯა — სწორედ ამას ელოდება რუსეთი თურქეთისგან, რომელმაც ამ კვირაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 სირიაში ჩამოაგდო, განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
რუსული თვითმფრინავი Су —24 სირიაში სამშაბათს ჩამოაგდეს. თვითმფრინავს რაკეტა თურქულმა F-16-მა სირიის თავზე ესროლა და სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში ჩამოაგდო. ერთი მფრინავი დაიღუპა, მეორის გადარჩენა შეძლეს.
რუსეთმა მომხდარი ტერორისტების ხელშემწყობთაგან „ზურგში დარტყმად“ შეაფასა. თურქეთი ირწმუნება, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კი განაცხადა, რომ სუ-24-ს თურქეთთან საზღვარი არ გადაუკვეთია და ამას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მონაცემები ადასტურებს.
ჯანსაღი აზრისა და სამართლის საპირისპიროდ
პუტინი დარწმუნებულია, რომ თურქული სამხედრო-საჰაერო ძალების ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაგრამ ანკარა ამას ჯერჯერობით არ აღიარებს.
„ის, რაც ორი დღის წინ სირიის საჰაერო სივრცეში მოხდა, ჯანსაღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ამასთან, თურქეთის უმაღლესი პოლიტიკური დონის მხრიდან აქამდე ჯერ არ გვსმენია მკაფიო ბოდიში, არც წინადადებები ზიანისა და ზარალის ანაზღაურებაზე, არც პირობა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავეები დაისჯებიან“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს კრემლში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პუტინმა დასძინა, რომ ამ ვითარებას ღალატის გარდა სხვა შეფასებას ვერ მისცემს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, მოსკოვი ანკარას თავის პარტნიორად და მოკავშირედ მიიჩნევდა.
„არ შემიძლია არ ვთქვა — მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად აუხსნელია ჩვენთვის მოღალატეობრივი დარტყმას ზურგში მათგან, ვისაც ანტიტერორისტულ ბრძოლაში პარტნიორებად და მოკავშირეებად განვიხილავდით“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
ურთიერთობები ჩიხში ექცევა
მან ასევე სინანულით აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მოსკოვისა და ანკარის ურთიერთობებს ჩიხისკენ უბიძგებს. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს შეგნებულად აქცევს ჩიხში, ჩვენ ვწუხვართ ამის გამო“, — განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტერორიზმის ხელშეწყობის ნებისმიერი მცდელობა მის თანამონაწილეობად უნდა განიხილებოდეს. „ამ ბოროტებასთან (ტერორიზმთან) უკომპრომისოდ, თანამიმდევრულად ბრძოლაა საჭირო. მიგვაჩნია, რომ ტერორიზმის გამართლების, ხელშეწყობის ნებისმიერი მცდელობა, ფაქტობრივად, ტერორში, დანაშაულში თანამონაწილეობად უნდა განიხილებოდეს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთები ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაზე მილიარდობით დოლარს შოულობენ. „ტერორისტებს, მათ უკანონო ვაჭრობას ნავთობით, ადამიანებით, ნარკოტიკებით, ხელოვნების ნიმუშებით, იარაღით, არა მხოლოდ აფარებდნენ ხელს და ახლაც აფარებენ, არამედ ამაზე ვიღაც-ვიღაცები განაგრძობენ ფულის გამომუშავებას, თანაც მილიონობითა და მილიარდობით დოლარის“, — აღნიშნა პუტინმა.
მთავარი ჯერ არ გახმიანებულა
ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, ცხადია, დასაწყისისთვის, აუცილებელია ის, რაზეც პუტინმა მიანიშნა, როდესაც ელჩებისგან რწმუნებათა სიგელებს იღებდა. ამავდროულად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილი საკითხები არ უნდა განვიხილოთ, როგორც სავალდებულო მოთხოვნები.
„რაც შეეხება ბოდიშს — ეს ნამდვილად არ ყოფილა ისევე, როგორც ზარალის ანაზღაურების წინადადებები ჩამოგდებული თვითმფრინავისა და დაღუპული პილოტის გამო. არ მგონია, რომ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მოთხოვნების ფორმულირება, თუმცა პრეზიდენტი მანამდე აღნიშნავდა, რომ გაცემული იქნება სიმეტრიული პასუხი“, — განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვლადიმირ სოტნიკოვმა.
მისი აზრით, უფრო მკაფიო მოთხოვნები მომავალში გახმიანდება. „მის მიერ (პუტინის) რაღაც მთავარი ჯერ კიდევ არ იყო არტიკულირებული“, — დარწმუნებულია ექსპერტი.
სოტნიკოვმა ივარაუდა, რომ რუსული მხარის მოლოდინები ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ „თურქეთმა შეწყვიტოს კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თავს მართალ მხარედ მიიჩნევენ, ხოლო დამნაშავე — რუსეთია“.