თურქეთის პრემიერი: ანკარას არ სურს მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა

© photo: Sputnik / Сергей Кузнецов / გადასვლა მედიაბანკშიახმეთ დავუთოღლუ
ახმეთ დავუთოღლუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი თურქეთის მეგობარი, მეზობელი და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, — განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ახმეთ დავუთოღლუმ. მან აღნიშნა, რომ თურქეთს არ სურს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა სუ–24–თან დაკავშირებული ინციდენტის გამო.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ანკარას რუსეთი მეგობრად მიაჩნია და არ სურს მასთან ურთიერთობების გაწყვეტა სუ–24–თან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, — განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა დავუთოღლუმ საპარლამენტო ფრაქციის შეკრებაზე. 

„ჩვენ არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის, ან მასთან დაძაბული ურთიერთობის განზრახვა ამ ინციდენტის შემდეგ. რუსეთი ჩვენი მეგობარი, მეზობელი და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორმხრივი ურთიერთობები არ შეიძლება რამეს შეეწიროს. ახლა კავშირის ყველა არხი ღია გვაქვს, ჩვენ მათ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, ნებისმიერი, თვით ყველაზე მეგობრული ურთიერთობებიც კი უნდა ეფუძნებოდეს უფლებას, დავიცვათ საკუთარი ტერიტორია“, — განაცხადა დავუთოღლუმ. 


ყველა ახალი ამბავი
0