ერდოღანი: თურქეთი გულდაწყვეტილია ინციდენტზე რუსეთის რეაქციით

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშირეჯებ თაიიფ ერდოღანი
რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ რუსული სუ–24–ის სირიის ტერიტორიაზე ჩამოგდების შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და არ სურს კონფლიქტის ესკალაცია.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, და რომ გულდაწყვეტილია მისი რეაქციით სუ–24–ის ინციდენტზე. 

„ჩვენ წინდაწინ განვაცხადეთ, რომ  თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნებოდა ავტომატური. ჩვენ უკვე გვქონდა დარღვევის მსგავსი შემთხვევები. ათჯერ გაფრთხილების შემდეგ — რისი ჩანაწერებიც გამოქვეყნებულია — ეს წესები გამოვიყენეთ ამოუცნობი სახელმწიფო ნიშნების მქონე თვითმფრინავის წინააღმდეგ. თუ ვის ეკუთვნოდა ეს თვითმფრინავი, მხოლოდ ინციდენტის შემდეგღა გახდა ცნობილი. ამ შემთხვევამ ძალზე დაგვამწუხრა. ჩვენ ასევე წუხილით ვადევნებთ თვალყურს რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და რეაქციებს, რომლებსაც თემასთან კავშირი არ აქვთ“, — თქვა ერდოღანმა სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა სხდომაზე ანკარაში. 

რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავი სირიაში - Sputnik საქართველო
ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შტურმანი ბაზაზე გადაიყვანეს

მან ხაზი გაუსვა, რომ არ სურს კონფლიქტის ესკალაცია. „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, მიზანში ამოვიღოთ რუსეთი. ჩვენი უთანხმოება სირიის გამო ერთია, საფრთხეებზე რეაგირების წესები კი — სხვა“, — თქვა ერდოღანმა. 

რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობებში ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი სუ–24 ჩამოაგდეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, გამანადგურებელი თურქულმა F-16–მა ჩამოაგდო „ჰაერი–ჰაერის“ ტიპის რაკეტით სირიის ტერიტორიაზე, თურქეთთან საზღვრიდან ოთხ კილომეტრში. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ტერორისტების ხელშემწყობებისგან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამიერიდან შემტევი ავიაციის ყველა მოქმედება შენიღბულად განხორციელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0