ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შტურმანი ბაზაზე გადაიყვანეს

© RIA Novosti . Дмитрий Виноградовრუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავი სირიაში
რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავი სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცრაზმმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენ სუ-24-ის შტურმანის ძებნის ოპერაცია წარმატებით დაასრულა. ის ცოცხალი და ჯანმრთელია, განაცხადა არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რუსეთ–სირიისს პეცრაზმმა სამშაბათს სირიაში ჩამოგდებული რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენ სუ-24-ის შტურმანის ძებნის ოპერაცია წარმატებით დაასრულა. ის ცოცხალი და ჯანმრთელია, — განაცხადა ოთხშაბათს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ.

„ოპერაცია წარმატებით დასრულდა. შტურმანი ჩვენს ბაზას დაუბრუნდა. ცოცხალია, ჯანმრთელია“, — განაცხადა მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: თურქეთმა სუ-24-ზე შეტევისას არ იცოდა, რომ თვითმფრინავი რუსული იყო

მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპერაცია 12 საათი გრძელდებოდა. მან მადლობა გადაუხადა „ბიჭებს, რომლებიც, დიდი რისკის ფასად, მთელი ღამე მუშაობდნენ“. „03:40 საათზე (მოსკოვის დროით) მათ ეს სამუშაო დაასრულეს“, —თქვა შოიგუმ.

 „ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ მთავარსარდალს (პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს) მოვახსენე. მან მთელი პირადი შემადგენლობისთვის, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, მადლობის თქმა დამავალა“, — განაცხადა მინისტრმა.


ყველა ახალი ამბავი
0