ერდოღანი: თურქეთმა სუ-24-ზე შეტევისას არ იცოდა, რომ თვითმფრინავი რუსული იყო

© AP Photoთურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის ხელისუფლებამ იმის შესახებ, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს ფაქტი დაადასტურა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ იმის შესახებ, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნოდა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს ფაქტი დაადასტურა, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ისლამურ ეკონომიკურ კონგრესზე.

 „ის,რომ თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა“, — აღნიშნა ერდოღანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0