რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ და უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთის საზღვართან სირიაში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავი სუ–24–ის ინციდენტი, დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს.
ბევრ შეკითხვას იწვევს ის ფაქტი, რომ სასწრაფო კავშირის ხაზი თურქეთს არ აუმოქმედებია არც ინციდენტამდე და არც მის შემდეგ, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
"რუსეთის ინიციატივით სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ოპერაციის დაწყების მომენტიდან რუსეთის თავდაცვის სამმართველოს ეროვნულ ცენტრსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დამყარდა სასწრაფო კავშირის ხაზი, რომელიც არ ამოქმედებულა არც გუშინ, და არც მას შემდეგ", – განაცხადა მინისტრმა.
ჩვენ სეროზულად ვეჭვობთ, რომ ეს არ იყო უნებლიე აქტი. ეს ძალიან გავს დაგეგმილ პროვოკაციას", – განაცხადა ლავროვმა.
სამშაბათს რუსული თვითმფრინავი სუ–24 ჩამოვარდა სირიაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბომბარდირი თურქულმა გამანადგურებელმა ფ–16–მა "воздух-воздух" ტიპის რაკეტით ჩამოაგდო და ის სირიაში, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.