რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსული უწყების კოლეგიის სხდომაზე სამშაბათს თურქული გამანადგურებელი ფ–16–ით ჩამოგდებული ბომბარდირი სუ–24–ის შტურმანის სამაშველო ოპერაციის შესახებ ისაუბრა.
შოიგუს თქით, შტურმანის სამაშველო ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. მასში რუსული და სირიული სპეცრაზმები მონაწილეობდა.
"ოპერაციის დასრულების შესახებ მე ჩავაბარე ანგარიში რუსეთის სამხედრო ძალების უზენაეს მთავარსარდალს, მან ამ ოპერაციაში მონაწილე შემადგენლობისათვის მადლობის გადახდა მთხოვა", – განაცხადა შოიგუმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირიაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე გადარჩენილ შტურმანსა და სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს სახელმწიფო ჯილდო გადაეცემათ.
სამშაბათს, 24 ნოემბერს, რუსული თვითმფრინავი სუ–24 ჩამოვარდა სირიაში. ბომბარდირი თურქულმა გამანადგურებელმა ფ–16–მა "воздух-воздух" ტიპის რაკეტით ჩამოაგდო და ის სირიაში, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.