ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსული თვითმფრინავის გამო ბოდიშს არ მოიხდის

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშირეჯეპ ტაიპ ერდოგანი
რეჯეპ ტაიპ ერდოგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თუ რომელიმე მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს ჩვენ არ ვართ. ბოდიში იმათ უნდა მოიხადონ, ვინც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენმა მფრინავებმა და შეიარაღებულმა ძალებმა უბრალოდ თავიანთი მოვალეობა შეასრულეს“, - თქვა ტაიპ ერდოღანმა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ანკარა არ მოიხდის ბოდიშს რუსულ თვითმფრინავ Су —24 თან მომხდარი ინციდენტის  გამო, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა ტელეარხ CNN-ისათვის ხუთშაბათს მიცემულ ინტერვიუში. 

„ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს ჩვენ არ ვართ. ბოდიში იმათ უნდა მოიხადონ, ვინც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენმა მფრინავებმა და შეიარაღებულმა ძალებმა უბრალოდ თავიანთი მოვალეობა შეასრულეს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ პასუხი გაცემულიყო დარღვევაზე“, — თქვა ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: თურქეთმა სუ-24-ზე შეტევისას არ იცოდა, რომ თვითმფრინავი რუსული იყო

სამშაბათს, რუსული თვითმფრინავი Су-24 სირიაში ჩამოვარდა.  თვითმფრინავი სირიის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდეს „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტით თურქული თვითმფრინავიდან F-16 და იგი სირიაში ჩავარდა თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრის დაცილებით.  პილოტი ოლეგ პეშკოვი დაიღუპა.  შტურმანი კონსტანტინ მურახტინი გადაარჩინეს, ის სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ ჩამოგდებულ Су-24-ს თურქეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს და ეს სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მონაცემებით დასტურდება. თურქეთი ამტკიცებს, რომ რუსული თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შევიდა. 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მფრინავი დაიღუპა იმის გამო, რომ მიწაზე დაშვებისას მასზე იერიში მიიტანეს. თურქული მედია წერდა, რომ თვითმფრინავი იმ ტერიტორიაზე დაეცა, სადაც სირიელი თურქმენები ცხოვრობენ. 

სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპნენ საზღვაო ქვეითი, კონტრაქტორი ალექსანდრე პოზინიჩი. პრეზიდენტის განკარგულებით პეშკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა. მურახტინი და პოზინიჩი სიკვდილის შემდეგ მამაცობისათვის ორდენით დაჯილდოვდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0