რა უშლის ხელს საქართველოს რუსეთთან მეგობრობაში?

© photo: Sputnikთბილისობა მოსკოვში
თბილისობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ საზოგადოებაში რუსეთისადმი დამოკიდებულება, ყველაფრის მიუხედავად, ერთობ პოზიტიურია. ეს ყოველთვის ასე იყო და მიუხედავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებისა, დარჩა კიდეც ასე, — მიიჩნევს ალექსანდრ სკაკოვი.

რუსეთის სამხედრო სიძლიერის ამასწინანდელმა დამაჯერებელმა დემონსტრაციამ კასპიის ზღვაზე შეარყია გეოპოლიტიკური სასწორის პინა. ამასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და სპეციალისტების ინტერესს იწვევს პოლიტიკური ვითარების შესაძლო შეცვლა, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე კონკრეტულად საქართველოში. 

მოხვდება თუ არა თბილისი მოსკოვის გეოპოლიტიკურ ფარვატერში? არსებობს თუ არა ქვეყნების პოლიტიკურად დაახლოების მეთოდები, რომელთა ხალხები ძალზე კეთილგანწყობილნი არიან ერთმანეთისადმი?  ასეთი კითხვები დაუსვა „სპუტნიკმა“ ალექსანდრ სკაკოვს.  

— საქართველო სამხრეთ კავკასიის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევა, რომელშიც ჩამოყალიბებული ლეგიტიმური ოპოზიცია არსებობს. ჩვენ გვახსოვს ბლოკ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, როგორც ელოდებოდნენ, რუსეთისკენ დაბრუნება არ მომხდარა. რატომ? 

— საქმე ისაა, რომ საქართველოში არსებობს ძალიან სერიოზული, პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი პრობლემები. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბოლომდე გაუგებარია, რა მოუვა ხელისუფლებას. არსებობს ორი ძალა: ყოფილი მმართველი პარტია და „ქართული ოცნება“. ამასთან ყოფილი სახელისუფლებო პარტია, მართალია, არც მთლად მაღალს, მაგრამ რეიტინგს ინარჩუნებს, ბლოკ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კი იკლებს. 

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის თუ ვის დაუჭერს მხარს 2016 წლის არჩევნებში

— და რა იქნება შემდეგში?

— სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სტაბილური რეიტინგი აქვს —  ისინი 13-15%–ს აგროვებენ. სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი 30 პროცენტიდან 11 პროცენტამდე დაეცა. ვითარება უბრალო არაა, ახალმა ხელისუფლებამ ადამიანებს იმედი გაუცრუა, თუმცა მათ ჯერჯერობით არ უჩნდებათ ძველი ხელისუფლების დაბრუნების სურვილი. 

მინდა აღვნიშნო, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები — ეს ზოგადად ძალზე სუბიექტური რამაა, მით უმეტეს, თანამედროვე საქართველოს რეალიებში (ხშირად ეს სოციოლოგიის ინსტრუმენტად კი არ გამოიყენება, არამედ პროპაგანდისა). 

საკმარისია ითქვას, რომ გამოკითხვებს რეგულარულად ატარებს ორი ამერიკული ორგანიზაცია NDI და IRI. 

მე, მაგალითად, უცნაურად მეჩვენება, რომ ბოლო გამოკითხვაში, როგორც ვხვდები, საერთოდ არ არის ბურჯანაძის პარტია. შეიძლება გამოკითხვის დამკვეთს უბრალოდ არ სურს, რომ მოახლოებული 2016 წლის არჩევნების ფონზე ის არსებობდეს? 

ამ თემაზე მე დიდი ხანია ვმუშაობ და შემიძლია აღვნიშნო: გასული არჩევნების წინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, NDI–ს გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა ენმ–ს აძლევდა ხმას, მაგრამ ეს პარტია არჩევნებში დამარცხდა. მეჩვენება, რომ ეს ტექნოლოგიებია. 

— შესაძლებელია თუ არა საქართველოში მესამე ძალის გამოჩენა? 

— რომელიღაც მესამე ძალის გამოჩენის მოთხოვნილება არსებობს, თუმცა, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, არა მგონია, გაუხარდეთ მისი დაბადება. მათთვის ისეთი ორპოლარული სამყაროა მისაღები, სადაც არის სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: "ქართულმა ოცნებამ" პოზიციები დათმო

ყოფილი თუ ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიები არცთუ ბოლომდე ამართლებენ ხალხის მოლოდინებსა და იმედებს. რეალური მესამე ძალის ჩამოყალიბება ნინო ბურჯანაძემ სცადა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუვიდა. რა იქნება მომავალში — ვნახოთ. 

სერიოზული საკითხია, როგორი იქნება ახალი მესამე ძალა? რა დამოკიდებულება ექნება დასავლეთისადმი, რუსეთისადმი და ან ტრადიციული ფასეულობებისადმი? საქართველოში, მაგალითად, როგორც ყველასთვის ცნობილია, ძალიან ძლიერია ეკლესიის გავლენა და ეს მნიშვნელოვანია. 

— პოლიტიკოსებს რომ შევეშვათ, თავად ქართველ ხალხს ხომ სურს რუსეთთან დაახლოება? 

— ჩემი დაკვირვებით, ქართულ საზოგადოებაში რუსეთისადმი დამოკიდებულება, ყველაფრის მიუხედავად, ერთობ პოზიტიურია. ეს ყოველთვის ასე იყო და მიუხედავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებისა, დარჩა კიდეც ასე. 

ეს პრობლემები ვერ გადაიჭრება ყველა მხარისათვის მისაღები მეთოდებით. ამას ვითარება ჩიხში შეჰყავს და მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას დაბრკოლებას უქმნის. 

— ანუ, გამოდის, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გამოიყენებს კოზირად რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, იმიტომ, რომ არსებობს არაღიარებული რესპუბლიკების პრობლემები? 

— პრინციპში, დიახ. შეიძლება რაღაც ამოძრავდეს გაუმჯობესებისკენ, მაგალითად, ამას ხელს უწყობდა სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ საქართველო სრულად შემობრუნდება რუსეთისკენ, ჯერჯერობით აბსოლუტურად ფუჭია. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: დროულად უნდა დაგვეწყო დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან

— ზოგი ანალიტიკოსი სამხრეთკავკასიური სტაბილურობის მაგალითად აზერბაიჯანს იშველიებს. შეიძლება თუ არა საქართველომ მართლაც ისწავლოს რამე ამ კუთხით საკუთარი მეზობლისგან? 

— აზერბაიჯანში ვითარება არც ეგრე უღრუბლოა. პირველ რიგში პოლიტიკურ ცისკიდურს ყარაბაღის გადაუჭრელი საკითხი თალხავს. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ხვდება, რომ ომის დაწყება სახიფათოა. ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ეყოფათ გონიერება, არ წავიდნენ ომზე. მაგრამ ის შეიძლება დაიწყოს თავისით, იმიტომ, რომ კედელზე დაკიდებული თოფი, ადრე თუ გვიან, ისვრის ხოლმე. 

ახლა მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. ამასთან პროვოკაციები ხდება არა მხოლოდ მთიან ყარაბაღში, შეხების წერტილებზე, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზეც. და რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუ მზარდი წინააღმდეგობა კიდევ უფრო მწვავე ფაზაში გადაიზრდება? რა მოხდება რეგიონში?

მეორე საკითხი — ეს ისაა, რომ აზერბაიჯანი რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს. ორივე მათგანთან აზერბაიჯანის დამოკიდებულება სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვანაირი იყო. იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობები უღრუბლო იყო, არ შეიძლება. ბაქო ინტერესითა და შფოთვით აკვირდება როგორც ჩრდილოეთს, ისე სამხრეთს. და, რაღა თქმა უნდა, რუსეთის კასპიის ფლოტილიის ხომალდების მონაწილეობამ სირიის კონფლიქტში ცხოველი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0