ბურჯანაძე: დროულად უნდა დაგვეწყო დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ ცხელა დღეს დასავლეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს, არავინ არ გააკეთებს“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას დროულად უნდა დაეწყო მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან და მაშინ თავიდან ავიცილებდით ამ რეგიონების რუსეთის ფედეარციაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას, განაცხადად ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა  ნინო ბურჯანაძემ ოთხსაბათს, 21 ოქტომბერს. 

 „დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას დროულად რომ დაეწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარესთან, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა და მსგავსი ტიპის განცხადებები არ გაკეთდებოდა. კიდევ ერთი და ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლებისა- ის კვლავ ხელს იშვერს დასავლეთისკენ. ჩვენი ხელისუფლების განცხადებები იყო უსუსური და ყველა განცხადება იყო მიმართული იმისაკენ, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რომ ჩავაყენეთ, რა? ჩვენ რას ვაკეთებთ, გარდა იმისა რომ შევცქერით დასავლეთს? არ ცხელა დღეს დასავლეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს, არავინ არ გააკეთებს“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

 სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურის ლეონიდ თიბილოვის პრესსამსახურის შეტყობინებით, იგი აპირებს რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას სამხრეთ ოსეთში, რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრისას თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შეერთება სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა. 

 თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ხელმღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ სურკოვთან შეხვედრისას თიბილოვმა რუსეთთან ინტეგრაციის საკითხი განიხილა და არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. 

 რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელის ლეონიდ თიბილოვისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადისლავ სურკოვის შეხვედრის კომენტირებისას. 

 თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში — რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. 


ყველა ახალი ამბავი
0