საქართველოდან ღვინის ექსპორტი 44%–ით შემცირდა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტის შემცირება რუსეთსა და უკრაინაში პოლიტიკურ–ეკონომიკური მოვლენებით არის განპირობებული, რის შედეგადაც რუსეთში ექსპორტი 55%–ით, ხოლო უკრაინაში – 62%–ით შემცირდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 44%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია დაახლოებით 24,1 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი მოცულობის) — 66,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო.

მიმდინარე წელს ექსპორტის ყველაზე მაღალი დონე სექტემბრის თვეში დაფიქსირდა – 4 235 132 ბოთლი, მაშინ როდესაც ექსპორტმა იანვარში 1 343 018 ბოთლი შეადგინა, თებერვალში – 1 558 631 ბოთლი, მარტში – 2 198 535 ბოთლი, აპრილში – 2 878 656 ბოთლი, მაისში – 2 476 567 ბოთლი, ივნისში – 3 251 246 ბოთლი, ივლისში – 3 094 894 ბოთლი, ხოლო აგვისტოში –3 050 265 ბოთლი.

ღვინო, კომპანია ბადაგონი - Sputnik საქართველო
კომპანია „ბადაგონის“ ღვინო „მუკუზანმა“ იაპონიაში ოქროს მედალი დაიმსახურა

 „რეგიონში არსებული ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში — რუსეთსა (-55%) და უკრაინაში (-62%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 9 თვის ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ითაა შემცირებული“, – აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგანეტოს განცხადებაში. 

ამავე დროს, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტმა იმატა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიცაა ჩინეთი — 90%, სადაც ექსპორტირებულია 1,5 მლნ ბოთლზე მეტი. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ჩინეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი გაიზარდა - Sputnik საქართველო
ჩინეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი იზრდება

ექსპორტი ზრდა ასევე ფიქსირდება მთელ რიგ ქვეყნებში: პოლონეთი 1% (1 112 118 ბოთლი), ლატვია — 8% (831 906), ესტონეთი — 32% (339 912), ლიტვა — 6% (437 850), გერმანია — 14% (189 054), ნიდერლანდები — 146% (38 844), საფრანგეთი — 119% (28 638),  აშშ — 39% (181 937), იაპონია — 33% (112 226), კანადა — 69% (135 012), ექსპორტი აგრეთვე გაიზრდა ყირგიზეთში — 83% (117 840), ჰონგ-კონგი — 8% (26 834), ისრაელი — 163% (28 440), კორეა — 221% (24 054) და სხვა.

მიუხედავად ამისა, რუსეთი, რომელზეც ქართული ღვინის ექსპორტის 12 508 086 ბოთლი ღვინო მოდის, კვლავ ძირითად საექსპორტო ბაზრად რჩება. მას მოსდევს ყაზახეთი (3 442 296), უკრაინა (2 149 471), ჩინეთი (1 517 843) და პოლონეთი (1 112 118).

რთველი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო ღვინისა და ვაზის სამშობლოა

ღვინის სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 483 702 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რომლის ღირებულებაც 11,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს. 

მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 97 ათასი ბოთლი (0,5 ლ)  ჭაჭა (372 ათასი აშშ დოლარი).

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით 100 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.


ყველა ახალი ამბავი
0