კომპანია „ბადაგონის“ ღვინო „მუკუზანმა“ იაპონიაში ოქროს მედალი დაიმსახურა

© https://www.facebook.com/badagoniღვინო, კომპანია "ბადაგონი"
ღვინო, კომპანია ბადაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშრალი წითელი ღვინო „მუკუზანი“ დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც კახეთის რეგიონში მუკუზანის მიკროზონაში მოჰყავთ.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კამპანია „ბადაგონის“ ღვინო „მუკუზანი“ იაპონიაში ღვინის კონკურსზე Japan Wine Challenge 2015, ოქროს მედლით დააჯილდოვეს. წელს აღნიშნული კონკურსი იაპონიაში მეთვრამეტედ ჩატარდა, იტყობინება კომპანია. 

 კონკურსზე წარმოდგენილი იყო 1300-ზე მეტი დასახელების ღვინო მსოფლიოს 28 ქვეყნიდან, რომელთაც პროფესიონალი მეღვინეებისაგან, სომელიეებისა და ღვინოზე მწერლებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური აფასებდა. 

 მშრალი წითელი ღვინო „მუკუზანი“ დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც კახეთის რეგიონში მუკუზანის მიკროზონაში მოჰყავთ. ღვინო ხასიათდება ინტენსიური მუქი ლალისფერით. აქვს წითელი ხილისათვის დამახასიათებელი ელეგანტური გემო და საუკეტესოა როგორც ვახშმისათვის, ასევე წვეულებისათვის. 

 Japan Wine Challenge-ს ოფიციალური საზეიმო დაჯილდოება 2016 წლის 29 იანვარს შედგება და მას მრავალი საპატიო სტუმარი დაესწრება, მათ შორის იაპონიის პრინცესა ტაკამადო. 

ყველა ახალი ამბავი
0