ჩინეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი იზრდება

© facebook.com/GaribashviliOfficialჩინეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი გაიზარდა
ჩინეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი გაიზარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დალიანის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 9 სექტემბერს გაიხსნა, აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. დალიანში ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და საქართველოს ღვინის კომპანიას შორის ხუთშაბათს, 10 სექტემბერს გაფორმდა, იუწყება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახური.

დალიანის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 9 სექტემბერს გაიხსნა, აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დალიანის თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელმძღვანელს შეხვდა. საუბრისას ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმედი გამოთქვა.

2015 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტზე 11 85 821 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ექსპორტის საერთო მოცულობის 6%–ს შეადგენს. ამ პერიოდში 37 ქვეყენაში საქართველოდან 19,9 მლნ ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი მოხდა. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი აღნიშნული პერიოდის მონაცემებით, 60%–ით გაიზარდა.

დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჩინეთში 2007 წლიდან ტარდება. მისი ძირითადი ამოცანა თანამშრომლობის ინტერქტიული პლატფორმის შექმნაა, რომლის ბაზაზეც მთელი მსოფლიოს სწრაფად მზარდი კომპანიები ერთობლივად შეძლებენ სამრეწველო და კომერციული განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას. 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0