სირიის კრიზისი და დსთ-ს ქვეყნები

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალურმა ბაქომ, კიევისგან განსხვავებით, არ განსაჯა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეტევა სალაფიტ ბოევიკებზე სირიაში — და ეს ძალზე მრავლისმეტყველი ფაქტია. ინოკენტი ადიასოვი, პოლიტიკური ექსპერტი

სახიფათო და წინასწარ განუჭვრეტელი შედეგების მქონე სირიის კონფლიქტის შეწყვეტა დსთ-ს ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის. 

მოსკოვი უკვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი ნებართვაც რუსეთის ფედერაციის საბჭომ გასცა. რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო-კოსმოსურ ძალებს იყენებს. სახმელეთო ოპერაციებზე საუბარი არაა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იგორ კონაშენკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთი მზადაა სირიაში მომდინარე ოპერაციების პენტაგონთან შესათანხმებლად

რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით უნაკლოა: სირია გაეროს სრულუფლებიანი წევრია; გაეროს უშიშროების საბჭოს დამასკოს წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ დაუწესებია; სირიას არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობასთან (სხვათა შორის, ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნები განსაკუთრებული ხმაურის გარეშე აბრუნებენ დამასკოში საკუთარ საელჩოებს). 

ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართვა, რომელიც 1980 წლის 8 ოქტომბერს სირიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პუნქტებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა დაამტკიცა ამ შეთანხმების მიმართ საკუთარი სამართალმემკვიდრეობის საკითხი. და საერთოდ, საბჭოთა თუ რუსი სამხედრო მრჩევლები სირიაში 1956 წლიდან იმყოფებიან. 

მინსკი ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს 

ბელორუსის ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვმა ოპერატიულად აცნობა მინსკს, რომ სირიის პრეზიდენტმა ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარება ითხოვა. ტერორისტთა უმეტესობა უცხოელები არიან, რაც შეიძლება განხილული იყოს, როგორც გარე აგრესია სირიის მიმართ. 

„ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ტერორისტული აქტიურობის  განუხრელი ზრდა და მისი შედეგები, რომლებიც რეგიონის ფარგლებს სცილდება, აქტუალურს ხდის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის კოლექტიურ ღონისძიებებს“, — ხაზგასმით აღნიშნა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა დმიტრი მირონჩიკმა. 

ამასთან ოფიციალური მინსკი უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბელორუსელი სპეციალისტები მსახურობენ სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებში (თუმცა, ეს არცაა აკრძალული საერთაშორისო სანქციებით და ომის დაწყებამდე ბელორუსი საკმაოდ აქტიურადაც ეხმარებოდა სირიას საბჭოთა კავშირისდროინდელი შეიარაღების მოდერნიზებაში). 

საიდუმლო არაა, რომ ბელორუსი ყოველთვის ავლენდა ინტერესს სირიის, როგორც მისი პროდუქციისათვის საკმაოდ ტევადი ბაზრის მიმართ. გავიხსენოთ იგივე „მაზ-ები“ და „ბელარუსის“ტრაქტორები, რომლებსაც სირიაში უკვე ათობით წელია კარგად იცნობენ. 

მიმდინარე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ბელორუსმა, შესაძლოა, აღადგინოს სირიისთვის ავტოტექნიკის მიწოდება და იქ ამწყობი საწარმოც კი დააარსოს. 

ნათელია, რომ სირიის კონფლიქტი ოდესმე (რაც მალე, მით უკეთესი) დამთავრდება და ქვეყანა აღდგენის გზას დაადგება — სავარაუდოდ, საერთაშორისო კრედიტებით. და მინსკს სავსებით პრაგმატულად სურს „ადგილი მოიზომიოს“ სირიის აღსადგენ კონტრაქტებში. 

ბელორუსული დიპლომატია, რომელსაც უკვე აქვს საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილება უკრაინის აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარების  კუთხით, შესაძლოა, უკიდურესად მოთხოვნადიც კი გახდეს სირიაში მშვიდობიანი დარეგულირების გზების  ძებნის მიმართულებით. 

ასტანა და სირიისშიდა დიალოგი 

ცენტრალური  აზიის, კერძოდ ყაზახეთის მოქალაქეების ანტიასადურ დაჯგუფებებში („ისლამური სახელმწიფო“, „ჯებჰათ ან-ნუსრა“, ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარი“) მონაწილეობის თაობაზე უკვე ძალიან ბევრი დაიწერა. 

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ აცნობიერებს სალაფიტური განწყობის შესაძლო ექსპორტის საფრთხეებს ქვეყანაში, რომელსაც უკან დაბრუნებული ბოევიკები ჩაიტანენ თან და ამიტომ ცდილობს აღმოფხვრას ეს საფრთხე. 

მაგრამ ასტანას აშკარად არ სურს, რომ სირიის კრიზისში მხოლოდ თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს. მას  სურს ყველანაირად შეუწყოს ხელი სირიისშიდა დიალოგს, რასაც ასევე ყველანაირად უჭერს მხარს მოსკოვი. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
"ნიუ-იორკ თაიმსი": აშშ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს

ასე მაგალითად, 4 ოქტომბერს სირიის ოპოზიციამ სწორედ ასტანაში მოაწერა ხელი სირიისშიდა შერიგების კონფერენციის მეორე ეტაპის შემაჯამებელ დეკლარაციას (მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი ასტანაში ამა წლის 25-27 მაისს გაიმართა, რომლის შემაჯამებელ დოკუმენტებში დაფიქსირდა, რომ აუცილებელია: ა) შეიქმნას  სრულიად სირიის გაერთიანება ტერორიზმთან ბრძოლისათვის; ბ) ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, როგორც ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების პირობა). 

ადრე გაცხადებულს ახლა დაემატა სირიის ტერიტორიიდან ყველა უცხოელი ბოევიკის დაუყოვნებელი გაყვანის შესახებ მოთხოვნა. ხოლო ანტისამთავრობო ფორმირებების ადგილობრივ წევრებს ზომიერი ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგზე იწვევს და ბევრ მათგანს ამნისტიას ჰპირდება. 

უნდა აღინიშნოს, რომ სირიაში კრიზისი 2011 წელს სწორედ საერო ოპოზიციის გამოსვლით დაიწყო, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, მედიის თავისუფლებასა და კორუფციასთან რეალურ ბრძოლას მოითხოვდა. 

მაგრამ ძალიან მალე საერო ოპოზიცია (რომელშიც შედიოდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი, სირიის კომუნისტური პარტია და ქურთთა რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია) უბრალოდ გვერდზე გაისროლა ადგილობრივმა თუ ქვეყნის გარედან მოსულმა რადიკალურმა სალაფიტურმა დაჯგუფებებმა. 

თუმცა, საერო ოპოზიცია ძველებურად ახმოვანებს სირიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესს, ამიტომაც უთმობენ მასთან მუშაობას დიდ ყურადღებას დიპლომატიაც, რუსეთიცა და ყაზახეთიც სირიისშიდა დიალოგის გზების ძებნისას. 

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა

სირიის კონფლიქტი დსთ-ის კიდევ ორი ქვეყნის — აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერსებშიც ხვდება. 

სომხეთის შფოთვა, უპირველესად, თანამემამულეთა ბედ-იღბალზე ზრუნვითაა გამოწვეული: მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, სირიაში 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა (ეს ციფრი არ ითვალისწინებს შერეული ქორწინებების მონაცემებს). 

ისტორიულად ყველაზე დიდი სომხური თემი სირიის ეკონომიკურ დედაქალაქში — ალეპოში გახლდათ, რომელშიც 2012 წლის ზაფხულიდან სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები. 

რუსეთის თვითმფრინავი სირიაში - Sputnik საქართველო
„ფაინენშლ თაიმსი“: რუსეთმა აშშ-ის გეგმები ჩაშალა

2014 წლის მარტში ქესაბის რაიონის სომხური თემი ბოევიკების შიშით იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა საცხოვრებელი. 

როდესაც სირიის სამთავრობო არმიამ 2014 წლის ივნისში უკან დაიბრუნა ეს რაიონი, სომხური ტაძრები განადგურებული, ხოლო სომხური დიასპორის ქონება დატაცებული აღმოჩნდა. 

სომხეთის ხელისუფლება მზადაა, მიიღოს სირიიდან ლტოლვილები, მაგრამ სირიელ სომეხთა ძალიან დიდ ნაწილს არ სურს, ან არ შეუძლია ქვეყნის დატოვება, რომელშიც ათობით წელი ცხოვრობდნენ დევნისა და შევიწროების გარეშე (სწორედ ამიტომაც უჭერს ბაშარ ასადს მხარს სომხური თემი — პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით, ხოლო სომეხი ამბოხებულები სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან). 

ვერც აზერბაიჯანი აუქცევს გვერდს სირიის კონფლიქტს. ერთი მხრივ, „ისის-ის“ შემადგენლობაში აზერბაიჯანთა მთელი ასეული შედის, ხოლო მეორე მხრივ, აზერბაიჯანელი შიიტები  იბრძვიან გასამხედროებულ პროსამთავრობო ფორმირებებში. სირიაში ისინი ძირითადად ირანის გავლით ხვდებიან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ბაშარ ასადს. 

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის სპეცსამსახურები ბევრს აკეთებენ ქვეყნიდან თუ ქვეყანაში ბოევიკთა ტრაფიკის აღსაკვეთად, მაგრამ ამ საკითხში რუსეთთან და ირანთან ძალზე მჭიდრო კოორდინაციის გარეშე, სავარაუდოდ, რადიკალი სალაფიტების სტრუქტურებმა და ბოევიკებმა, რომლებსაც ტერორის სკოლა სირიაში აქვთ გავლილი, მაინც შეიძლება ამოყონ თავი აზერბაიჯანში. 

ოფიციალურმა ბაქომ, კიევისგან განსხვავებით, არ განსაჯა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეტევა სალაფიტ ბოევიკებზე სირიაში — და ეს ძალზე მრავლისმეტყველი ფაქტია. 

საერთოდ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ უკრაინის ძალზე წინააღმდეგობრივ პოზიციას სირიის კონფლიქტში. ოფიციალურმა კიევმა გააკრიტიკა რუსეთის მოქმედებები სირიაში, თუმცა, დამასკოსთან არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური ურთიერთობები არ შეუწყვეტია და უფრო მეტიც, არაბული მედიის ინფოემაციით, განაგრძობს კონტრაქტების შესრულებას, რომლებიც ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს გაფორმდა. კერძოდ, სამთავრობო არმიას შეიარაღებასა და იარაღის სათადარიგო ნაწილებს აწვდის (საუბარია, როგორც ცეცხლსასროლ იარაღზე, ისე ჯავშანტექნიკაზე). 

***

მთლიანობაში ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის სირიის კონფლიქტს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური განზომილებაც აქვს.  ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა ინფორმაცია, რომ დამასკოს ევრაზიულ კავშირთან თავისუფალი სავაჭორ ზონის შექმნა სურდა, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში სირიის პრემიერ-მინისტრმა ვაილ ალ-ჰალქიმ განაცხადა, რომ სირიისა და რუსეთის ხელისუფლებები არაბული სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასა და თავისუფალ სავაჭრო ზონასთან მიერთების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ. 

ჯერ ალბათ ნაადრევია დამასკოს ევრაზიულ კავშირთან დაუყოვნებელ მიერთებაზე საუბარი, მაგრამ ნათელია, რომ ომისშემდგომი სირიის ბაზარი მარტო ბელარუსს კი არა, ევრაზიული კავშირის სხვა წევრებსაც დააინტერესებთ. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე გახდება შესალებელი სირიაში მშვიდობის დამყარება. შესაძლოა საფუძვლად ლიბანის მოდელი აიღონ, რომელიც ხელისუფლების კონფესიური ნიშნით გაყოფას ითვალისწინებს. ამ მოდელს დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებდნენ, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერით, ლიბანში მისი წყალობით, მართალია მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობა ნარჩუნდება.     

სრულიად შესაძლებელია, რომ სირია დეცენტრალიზაციის გზით წავიდეს და მომავალში ფართო უფლებების მქონე რამდენიმე კანტონად დაიყოს (ქურთული კანტონის ჩათვლით). ყველა ეს საკითხი სირიის საკითხზე მომავალ სამშვიდობო კონფერენციაზე უნდა გადაწყდეს. 

რედაქციის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას


ყველა ახალი ამბავი
0