თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია დაეთანხმოს პენტაგონის წინადადებას სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის შესახებ, ამასთან დაკავშირებით ექსპერტები დეტალებზე ოთხშაბათს იმსჯელებენ, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ პენტაგონის თხოვნას და ოპერატიულად განიხილეს ამერიკელების წინადადება სირიის ტერიტორიაზე კოორდინირებული მოქმედებების თაობაზე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. აღნიშნული წინადადებები შესაძლოა მივიღოთ სარეალიზაციოდ“, — განაცხადა კონაშენკოვმა.
„დარჩენილია მხოლოდ ცალკეული ტექნიკური დეტალების შეთანხმების საკითხი, რომლებზეც დღეს იმსჯელებენ რუსეთის სამხედრო უწყებისა და პენტაგონის ექსპერტები“, — დაამატა მან.