"ნიუ-იორკ თაიმსი": აშშ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს

© AP Photo/ Militant website via AP"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოიწონა სირიის ოპოზიციისთვის საბრძოლო მასალების პირდაპირი მიწოდების გადაწყვეტილება და ასევე მხარი დაუჭირა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ თურქეთის ავიაბაზიდან ოპერაციის გააქტიურებას, იუწყება „ნიუ-იორკ თაიმსი“.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაააქტიურებას აპირებს, იუწყება The New York Times აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სამხედრო ჩინოვნიკებზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ და მისი მოკავშირეები „უკვე ემზადებიან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მასშტაბური ფრონტის გასახსნელად, რათა ქალაქ რაკაზე ზეწოლა გააძლიერონ — ქალაქზე, რომელიც დაჯგუფების ფაქტობრივი „დედაქალაქია“. 

„პრეზიდენტმა ობამამ გასულ კვირას მოიწონა უახლოეს კვირებში ოპერაციის დასაწყებად გადადგმული ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი… ობამამ პირველად უბრძანა პენტაგონს, პირდაპირ მიაწოდოს საბრძოლო მასალები და შესაძლოა ზოგი შეიარაღებაც ქვეყანაში მოქმედ სირიის ოპოზიციურ ძალებს. ამას გარდა, მან მხარი დაუჭირა თურქეთის ავიაბაზიდან სამხედრო კამპანიის აქტივიზაციის იდეასაც, თუმცა, ზოგი მნიშვნელოვანი დეტალი ჯერ კიდევ დასამუშავებელია“, — ციტირებს გამოცემა ამერიკელ ჩინოვნიკებს. 

აღნიშნული ზომები მიმართულია 3-5 ათასი არაბი მებრძოლის გააქტიურებისკენ, რომლებიც 20 ათასამდე ქურთ ჯარისკაცს შეუერთდებიან და მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას შეტევით ოპერაციაში. ნავარაუდევია, რომ ოპერაციაში კოალიციის ათობით თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. კამპანიის ძირითადი დარტყმა მიმართული იქნება ქალაქ რაკადან „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების განდევნისკენ, ნათქვამია სტატიაში. 

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების  ახალი კამპანია სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების ადგილიდან მნიშვნელოვანი მანძილით იქნება დაშორებული, იუწყება გამოცემა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0