„ფაინენშლ თაიმსი“: რუსეთმა აშშ-ის გეგმები ჩაშალა

© RIA Novosti . Дмитрий Виноградовრუსეთის თვითმფრინავი სირიაში
რუსეთის თვითმფრინავი სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთმა სირიაში სამხედრო ავიაციის გაგზავნით ჩაშალა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გეგმები.

თბილისი, 5 ოქტომბერი —  Sputnik. რუსეთმა სირიაში სამხედრო ავიაციის გაგზავნით, სირიის თავზე იძულებითი არასაფრენი ზონის შექმნის შესახებ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გეგმები ჩაშალა, წერს „ფაინენშლ თაიმსი“. 

რამდენიმე კვირის წინ კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს,  თითქმის უკვე შეთანხმებული იყო არასაფრენი ზონების დადგენაზე, რასაც  ხელი უნდა შეეშალა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისთვის, რომ გამოეყენებინა ავიაცია. ეს იყო ამ შეთანხმების მთავარი მიზანი. შეთანხმება ეფუძნებოდა იორდანიისა და თურქეთის წინადადებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ წამოაყენეს ამ ქვეყნებმა, წერს გამოცემა კოალიციაში შემავალ სამხედრო და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
"ნიუ-იორკ თაიმსი": აშშ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შესაძლოა კოალიციის გეგმებმა დააჩქარა კიდეც რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართვა. 

სირია - Sputnik საქართველო
რუსეთის ავიაციამ დღე-ღამის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ 9 ობიექტს დაარტყა

„მომხდარის მთავარი მიზეზი სირიის მიმართ ყურადღების განახლებასა და ამ საკითხში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაშია — რასაც, ჩვენი აზრით, მივაღწევდით კიდეც არასაფრენი ზონების დაწესებით“, — ციტირებს „ფაინენშლ თაიმსი“ ერთ-ერთ მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატს. 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0