https://sputnik-georgia.com/20210818/Reuters-gamokiTxvisSedegebi-baidenis-mxardaWEra-252611220.html
Reuters-ის გამოკითხვა: ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამ დღეში დაეცა
Reuters-ის გამოკითხვა: ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამ დღეში დაეცა
Sputnik საქართველო
მანამდე სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა კომპანია Trafalgar Group-მა, გამოკითხულთა 69,3%-მა უარყოფითად შეაფასა ბაიდენის ავღანური პოლიტიკა. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T09:46+0400
2021-08-18T09:46+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251478291_0:43:2874:1669_1920x0_80_0_0_0c873d98707f9688ac5c23cf2039763e.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, იუწყება სააგენტო Reuters-ი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.სააგენტომ კვლევა სოციოლოგიურ სერვის Ipsos-თან ერთად ჩაატარა და გაარკვია, რომ ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამშაბათისთვის, 17 აგვისტოსთვის 46%-ს შეადგენდა.სააგენტოს ცნობით, ეს ბაიდენის საქმიანობის ყველაზე დაბალი შეფასებაა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში.Reuters-მა და Ipsos-მა გასულ პარასკევსაც ჩაატარეს მსგავსი გამოკითხვა. მაშინ ბაიდენის მოღვაწეობა დადებითად რესპონდენტთა 53%-მა შეაფასა. სამ-ოთხ დღეში პრეზიდენტის მხარდაჭერის მაჩენებელი 7%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ სააგენტო არ აზუსტებს გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობას, თუმცა ცნობილია, რომ რესპონდენტები სრულწლოვანი მოქალაქეები იყვნენ. ასევე არ კონკრეტდება სტატისტიკური ცდომილების მაჩვენებელი.მანამდე სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა კომპანია Trafalgar Group-მა. შეკითხვაზე „როგორ აღწერდით, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში“, გამოკითხულთა 69,3%-მა უპასუხა, რომ კატეგორიულად არ იწონებს ან არ იწონებს.ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.
https://sputnik-georgia.com/20210817/baidenis-avRanuri-samxedro-operacia-gamokiTxvis-Sedegebi-252601936.html
https://sputnik-georgia.com/20210817/avRaneTis-vice-prezidentma-salehma-Tavi-saxelmwifos-droebiT-meTaurad-gamoacxada-252609138.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251478291_0:0:2874:1807_1920x0_80_0_0_2eee0384313c3a35ddb832ee6f058281.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
Reuters-ის გამოკითხვა: ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამ დღეში დაეცა
09:46 18.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) მანამდე სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა კომპანია Trafalgar Group-მა, გამოკითხულთა 69,3%-მა უარყოფითად შეაფასა ბაიდენის ავღანური პოლიტიკა.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, იუწყება სააგენტო
Reuters-ი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
სააგენტომ კვლევა სოციოლოგიურ სერვის Ipsos-თან ერთად ჩაატარა და გაარკვია, რომ ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამშაბათისთვის, 17 აგვისტოსთვის 46%-ს შეადგენდა.
სააგენტოს ცნობით, ეს ბაიდენის საქმიანობის ყველაზე დაბალი შეფასებაა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში.
Reuters-მა და Ipsos-მა გასულ პარასკევსაც ჩაატარეს მსგავსი გამოკითხვა. მაშინ ბაიდენის მოღვაწეობა დადებითად რესპონდენტთა 53%-მა შეაფასა. სამ-ოთხ დღეში პრეზიდენტის მხარდაჭერის მაჩენებელი 7%-ით დაეცა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო არ აზუსტებს გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობას, თუმცა ცნობილია, რომ რესპონდენტები სრულწლოვანი მოქალაქეები იყვნენ. ასევე არ კონკრეტდება სტატისტიკური ცდომილების მაჩვენებელი.
მანამდე სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა კომპანია Trafalgar Group-მა. შეკითხვაზე „როგორ აღწერდით, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში“, გამოკითხულთა 69,3%-მა უპასუხა, რომ კატეგორიულად არ იწონებს ან არ იწონებს.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.