https://sputnik-georgia.com/20210817/avRaneTis-vice-prezidentma-salehma-Tavi-saxelmwifos-droebiT-meTaurad-gamoacxada-252609138.html
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა სალეჰმა თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა სალეჰმა თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა
Sputnik საქართველო
სალეჰის თქმით, აშშ-ის და ნატოსგან განსხვავებით, მათ არ დაუკარგავთ სულის სიმტკიცე. მან მოქალაქეებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T21:25+0400
2021-08-17T21:25+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252601175_0:87:3054:1813_1920x0_80_0_0_f228a70a2e1761fa29d631693eb6bc2d.jpg
თბილისი 17 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. წერს სააგენტო РИА Новости. „ავღანეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არყოფნის, გაქცევის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი დროებითი პრეზიდენტი ხდება. ახლა ვიმყოფები ჩემს ქვეყანაში და კანონიერად ვარ დროებითი პრეზიდენტი. ვუკავშირდები ყველა ლიდერს, რათა მათი მხარდაჭერა და თანხმობა მოვიპოვო“, – დაწერა სალეჰმა Twitter-ში.მან მოუწოდა მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.„აშშ-ის და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ არ დაგვიკარგავს სულის სიმტკიცე და წინ უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს. უშედეგო გაფრთხილებების დრო დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას“, – აღნიშნა მან.ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო.ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ოცი წლის შემდეგ „ომი ავღანეთში დასრულებულია“, და უახლოეს მომავალში მმართველობის ახალი ფორმა გახდება ცნობილი.
https://sputnik-georgia.com/20210817/lavrobi-ruseti-avRanetSi-yovlismomcvel-dialogs-mxars-uWers-252607181.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252601175_0:0:3054:1920_1920x0_80_0_0_6a747b6fbc317a895fb9a83e950caeba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა სალეჰმა თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა
21:25 17.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) სალეჰის თქმით, აშშ-ის და ნატოსგან განსხვავებით, მათ არ დაუკარგავთ სულის სიმტკიცე. მან მოქალაქეებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.
თბილისი 17 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. წერს სააგენტო
РИА Новости. „ავღანეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არყოფნის, გაქცევის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი დროებითი პრეზიდენტი ხდება. ახლა ვიმყოფები ჩემს ქვეყანაში და კანონიერად ვარ დროებითი პრეზიდენტი. ვუკავშირდები ყველა ლიდერს, რათა მათი მხარდაჭერა და თანხმობა მოვიპოვო“, – დაწერა სალეჰმა
Twitter-ში.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.
„აშშ-ის და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ არ დაგვიკარგავს სულის სიმტკიცე და წინ უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს. უშედეგო გაფრთხილებების დრო დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას“, – აღნიშნა მან.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ოცი წლის შემდეგ „ომი ავღანეთში დასრულებულია“, და უახლოეს მომავალში მმართველობის ახალი ფორმა გახდება ცნობილი.