ჯანმო: COVID-19-ის ახალი შტამები იმარჯვებენ ვაქცინებთან რბოლაში

© AP Photo / Anja Niedringhausჯანმოს ლოგო
ჯანმოს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
როგორც ამას წინათ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის „ძალიან სახიფათო“ სტადიაზე იმყოფება
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. მეცნიერული გარღვევები კორონავირუსთან ბრძოლაში აზრს კარგავს, თუ ვაქცინები და წამლები ქვეყნებს შორის თანაბრად არ გადანაწილდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, იუწყება РИА Новости.
„ახლა ვარიანტები (კორონავირუსის, - რედ.) უგებენ რბოლას ვაქცინებს უთანასწორობის გამო ვაქცინების წარმოებასა და გადანაწილებაში, რაც გლობალურ ეკონომიკურ აღდგენასაც საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
მსოფლიოში COVID-19-ით დაავადება დასტაბილურდა: ჯანმოს ახალი ინფორმაცია
მისი თქმით, კორონავირუსის მსხვერპლმა რაოდენობამ მსოფლიოში ოფიციალურად გადააჭარბა ოთხ მილიონს, თუმცა სინამდვილეში გარდაცვლილი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
ჯანმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სწრაფად მიმდინარეობს, უკვე აუქმებს შეზღუდვებს, თითქოს პანდემია დასრულდა, სხვა სახელმწიფოებში კი იმუნიზაციის ტემპების „შოკიმომგვრელი“ უთანასწორობისა და ახალი შტამების გამოჩენის გამო შეინიშნება ინფიცირების დონის მკვეთრი მატება.
გებრეისუსმა ისაუბრა ჟანგბადისა და წამლების მწვავე უკმარისობაზე, რაც აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში „სიკვდილიანობის ტალღას“ წარმოშობს, და კაცობრიობას გაერთიანებისა და პანდემიასთან ერთობლივი ძალით ბრძოლისკენ მოუწოდა.
მან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანზეც ისაუბრა: ყველა ქვეყანაში სექტემბრისთვის მოსახლეობის 10%-ის, წლის ბოლოსთვის  - 40%-ის, ხოლო მომდევნო წლის შუა პერიოდისთვის - 70%-ის აცრა.
 Johnson & Johnson's Janssen-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
Johnson&Johnson-ის ვაქცინა „დელტა“ შტამისგან იცავს: კომპანია განცხადებას ავრცელებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2-ის ოთხი ვარიანტი „შეშფოთების გამომწვევი“ შტამების სიაში შეიყვანა: ალფა (ბრიტანული), ბეტა (სამხრეთ აფრიკული), გამა (ბრაზილიური) და დელტა (ინდური). ეს უკანასკნელი, ექსპერტების შეფასებით, SARS-CoV-2-ის თავდაპირველ, უხანის ვარიანტზე ორჯერ უფრო გადამდებია და განაგრძობს მუტაციას. ამას წინათ გაჩნდა ცნობები დელტა-პლუსის ვარიანტის გამოჩენის შესახებ.
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 184 მილიონზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, დაიღუპა ოთხ მილიონზე მეტი პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0