https://sputnik-georgia.com/20210707/-COVID-19-------252246816.html
ჯანმო: COVID-19-ის ახალი შტამები იმარჯვებენ ვაქცინებთან რბოლაში
ჯანმო: COVID-19-ის ახალი შტამები იმარჯვებენ ვაქცინებთან რბოლაში
Sputnik საქართველო
როგორც ამას წინათ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის „ძალიან სახიფათო“ სტადიაზე იმყოფება 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T21:55+0400
2021-07-07T21:55+0400
2023-07-20T15:42+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/06/250262396_0:146:2703:1666_1920x0_80_0_0_46dde53f81457287c04bce34cbbf8d4f.jpg
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. მეცნიერული გარღვევები კორონავირუსთან ბრძოლაში აზრს კარგავს, თუ ვაქცინები და წამლები ქვეყნებს შორის თანაბრად არ გადანაწილდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, იუწყება РИА Новости.„ახლა ვარიანტები (კორონავირუსის, - რედ.) უგებენ რბოლას ვაქცინებს უთანასწორობის გამო ვაქცინების წარმოებასა და გადანაწილებაში, რაც გლობალურ ეკონომიკურ აღდგენასაც საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.მისი თქმით, კორონავირუსის მსხვერპლმა რაოდენობამ მსოფლიოში ოფიციალურად გადააჭარბა ოთხ მილიონს, თუმცა სინამდვილეში გარდაცვლილი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.ჯანმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სწრაფად მიმდინარეობს, უკვე აუქმებს შეზღუდვებს, თითქოს პანდემია დასრულდა, სხვა სახელმწიფოებში კი იმუნიზაციის ტემპების „შოკიმომგვრელი“ უთანასწორობისა და ახალი შტამების გამოჩენის გამო შეინიშნება ინფიცირების დონის მკვეთრი მატება.გებრეისუსმა ისაუბრა ჟანგბადისა და წამლების მწვავე უკმარისობაზე, რაც აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში „სიკვდილიანობის ტალღას“ წარმოშობს, და კაცობრიობას გაერთიანებისა და პანდემიასთან ერთობლივი ძალით ბრძოლისკენ მოუწოდა.მან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანზეც ისაუბრა: ყველა ქვეყანაში სექტემბრისთვის მოსახლეობის 10%-ის, წლის ბოლოსთვის - 40%-ის, ხოლო მომდევნო წლის შუა პერიოდისთვის - 70%-ის აცრა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2-ის ოთხი ვარიანტი „შეშფოთების გამომწვევი“ შტამების სიაში შეიყვანა: ალფა (ბრიტანული), ბეტა (სამხრეთ აფრიკული), გამა (ბრაზილიური) და დელტა (ინდური). ეს უკანასკნელი, ექსპერტების შეფასებით, SARS-CoV-2-ის თავდაპირველ, უხანის ვარიანტზე ორჯერ უფრო გადამდებია და განაგრძობს მუტაციას. ამას წინათ გაჩნდა ცნობები დელტა-პლუსის ვარიანტის გამოჩენის შესახებ.ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 184 მილიონზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, დაიღუპა ოთხ მილიონზე მეტი პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20210706/-COVID-19-janmos-axali-Sefaseba-252223157.html
https://sputnik-georgia.com/20210702/JohnsonJohnson-efeqturisa-deltas-winaaRmdeg-252190050.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/06/250262396_144:0:2559:1811_1920x0_80_0_0_5790f38f05b34fefa555a6742c804aec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო: COVID-19-ის ახალი შტამები იმარჯვებენ ვაქცინებთან რბოლაში
21:55 07.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) როგორც ამას წინათ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის „ძალიან სახიფათო“ სტადიაზე იმყოფება
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. მეცნიერული გარღვევები კორონავირუსთან ბრძოლაში აზრს კარგავს, თუ ვაქცინები და წამლები ქვეყნებს შორის თანაბრად არ გადანაწილდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, იუწყება
РИА Новости. „ახლა ვარიანტები (კორონავირუსის, - რედ.) უგებენ რბოლას ვაქცინებს უთანასწორობის გამო ვაქცინების წარმოებასა და გადანაწილებაში, რაც გლობალურ ეკონომიკურ აღდგენასაც საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
მისი თქმით, კორონავირუსის მსხვერპლმა რაოდენობამ მსოფლიოში ოფიციალურად გადააჭარბა ოთხ მილიონს, თუმცა სინამდვილეში გარდაცვლილი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
ჯანმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სწრაფად მიმდინარეობს, უკვე აუქმებს შეზღუდვებს, თითქოს პანდემია დასრულდა, სხვა სახელმწიფოებში კი იმუნიზაციის ტემპების „შოკიმომგვრელი“ უთანასწორობისა და ახალი შტამების გამოჩენის გამო შეინიშნება ინფიცირების დონის მკვეთრი მატება.
გებრეისუსმა ისაუბრა ჟანგბადისა და წამლების მწვავე უკმარისობაზე, რაც აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში „სიკვდილიანობის ტალღას“ წარმოშობს, და კაცობრიობას გაერთიანებისა და პანდემიასთან ერთობლივი ძალით ბრძოლისკენ მოუწოდა.
მან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანზეც ისაუბრა: ყველა ქვეყანაში სექტემბრისთვის მოსახლეობის 10%-ის, წლის ბოლოსთვის - 40%-ის, ხოლო მომდევნო წლის შუა პერიოდისთვის - 70%-ის აცრა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2-ის ოთხი ვარიანტი „შეშფოთების გამომწვევი“ შტამების სიაში შეიყვანა: ალფა (ბრიტანული), ბეტა (სამხრეთ აფრიკული), გამა (ბრაზილიური) და დელტა (ინდური). ეს უკანასკნელი, ექსპერტების შეფასებით, SARS-CoV-2-ის თავდაპირველ, უხანის ვარიანტზე ორჯერ უფრო გადამდებია და განაგრძობს მუტაციას. ამას წინათ გაჩნდა ცნობები დელტა-პლუსის ვარიანტის გამოჩენის შესახებ.
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 184 მილიონზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, დაიღუპა ოთხ მილიონზე მეტი პაციენტი.